
ნაკბენი, რომელიც კურნავს
არიზონული მორიელი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე შხამიანი სახეობაა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, დაახლოებით ხუთ მილიონ ნაკბენს, საშუალოდ, 100 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ევოლუციის განმავლობაში შხამიანად 100 000-ზე მეტი ცხოველი ჩამოყალიბდა.
შხამი – ის, რაც ბილიკებზე და სხვენებში შეხიზნული არსებების კბილებიდან თუ ნესტრებიდან მოწვეთავს – ბუნებაში ყველაზე ქმედუნარიანი მკვლელია, რომელიც საოცრად დახვეწილადაა მიმართული სხეულის თითქმის მომენტალური პარალიზებისკენ. ზოგი ნერვულ სისტემას უმიზნებს, ზოგიც უჯრედების მოლეკულებს შლის. შხამს ორგანიზმის დაღუპვა სისხლის შედედების გზითაც შეუძლია და პირიქით, სისხლდენის გამოწვევითაც. ევოლუციური ჭიდილის პროცესში მტაცებლის თავდასხმის იარაღები და მსხვერპლის თავდაცვის საშუალებები მუდმივად იხვეწებოდა. შესაბამისად, შხამიც სულ უფრო მრავალმხრივი და მრავალფუნქციური ხდებოდა. თუმცა, შხამი და საწამლავი ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ. შხამი ორგანიზმში ხვდება შეშხაპუნებით, ხოლო საწამლავი კი გადაყლაპვით.
არიზონული მორიელი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე შხამიანი სახეობაა. გამჭოლ ტკივილს მოსდევს სხეულის ელექტრო შოკით წამების შეგრძნება და ხშირად მსხვერპლი იღუპება. მაგრამ მექსიკაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ბიჭი, სახელად მაიკლი, არა თუ გადარჩა, არამედ ჩონჩხის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებისგანაც კი განიკურნა. მკვლევარ ენჯელ იანაგიჰარას კი უკბინა კუბომედუზამ, რომლის შხამის შემცველ მილაკებში მან ჭრილობის მკურნალი ნივთიერება აღმოაჩინა. რა ხდება? რატომ გვკურნავს ის, რაც, როგორც წესი, გვკლავს?
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.