ნამდვილი მწერების ცხოვრება
პატარა არსებებით გატაცებული ფოტოგრაფი მწერების საოცარ,
მომაჯადოებელ და მინიატიურულ სამყაროს უახლოვდება.
ნამდვილი მწერების ცხოვრება
პატარა არსებებით გატაცებული ფოტოგრაფი მწერების საოცარ, მომაჯადოებელ და მინიატიურულ სამყაროს უახლოვდება.
ბულგარელ ფოტოგრაფ გეორგი გეორგიევს ბალკანეთის თვალუწვდენელ მთებში ობიექტივის ფოკუსი რაღაც ძალიან პატარაზე აქვს გასწორებული. ყვითელი ყვავილის უკან ყვითელი ობობა იმალება. მათი ერთნაირი შეფერილობა დამთხვევა სულაც არაა – კიბორჩხალასებრი ყვავილის ობობა კამუფლაჟის ოსტატია. ის ერწყმის გარემოს, რათა ნადავლს ჩაუსაფრდეს.
გეორგიევის ფოტოგრაფია ასახავს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ბინადართა მრავალფეროვან ცხოვრებას. ერთ ფოტოზე ჭიანჭველა მიწის ციცაბო ბორცვზე მიცოცავს, მეორეში ჭიამაია ბალახზე არსებული ცვრის წვეთიდან სვამს წყალს. „რაც უფრო პატარები არიან, მათი ცხოვრება ჩემთვის უფრო იდუმალი და საინტერესოა“, – ამბობს გეორგიევი. ის ყოველთვის რაღაც ახალს ამჩნევს.
მდედრი მინდვრის კალია, რომელიც უხვად გვხვდება ევროპაში, ტირიფის ფოთოლზე ზის ბულგარეთის მთებში. მდედრი სწორფრთიანების უმეტესობას ჭრიჭინი არ შეუძლია განსხვავებით მამრებისგან, რომლებიც მეწყვილეებს უკანა კიდურების ფრთებზე ხახუნით უხმობენ.
მდედრი ჩოქელა სოკოებს შორის ჩამომჯდარა. ფოტოგრაფ გეორგი გეორგიევს უნახავს, რომ ამ ნატიფი წინა კიდურებით ჩოქელას ხვლიკების მონადირებაც კი შეუძლია. თუმცა ასევე აღნიშნავს, რაოდენ ფაქიზად იწმენდენ ხოლმე ისინი კიდურებს და ანტენებს.
ბულგარეთის სტრანჯას ბუნების პარკში გეორგიევი დიდ წვიმის წყლის გუბეში ჩაჯდა, რათა გადაეღო ცურვის არმცოდნე ტყის ფუნდურა. ფუნაგორიების ოჯახის წარმომადგენელი ეს ხოჭოები ყველაზე უხვად გვხვდებიან ფოთლოვან ტყეებში.
ბულგარეთში, ბალკანეთის მთებში, კიბორჩხალასებრი ყვავილის ობობა ცხვირსატეხელას ყვავილს ფერით ბაძავს – ამ პროცესს რამდენიმე დღე სჭირდება. ეს ობობა ჩასაფრებული მტაცებელია: ქსელების ქსოვის ნაცვლად იმალება და მსხვერპლს მოულოდნელად ესხმის თავს.

„ხედავ მათ ქცევებს, როგორ იკვებებიან, როგორ მრავლდებიან, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის“, – ამბობს იგი. მას უნახავს, როგორ ქმნიან შეწყვილების დროს ნემსიყლაპიები გულის ფორმას. უნახავს ჭიანჭველების ერთ გუნდად მუშაობა ნადავლის რამდენიმე წუთში დასანაწევრებლად. „მათი სამყარო იმდენადვე ლამაზია, რამდენადაც სახიფათო… ამ პაწაწინა ცხოველების ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა“. მწერები პლანეტის სიჯანსაღისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან და გლობალური კვებითი ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენენ. ისინი ნიადაგს ანოყიერებენ და მტვერავენ მცენარეებს, თუმცა კლიმატის ცვლილება, პესტიციდები და ჰაბიტატის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ამ არსებებს. მწერების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. განათლებით ეკოლოგმა გეორგიევმა ზუსტად იცის, რა საფრთხის წინაშე იმყოფებიან მის ობიექტივში მოხვედრილი არსებები, მაგრამ თავიანთ ჰაბიტატებში ლაღად მოფუსფუსე მწერების გადაღება სიმშვიდეს ჰგვრის.

ეწვიეთ მწერების პაწაწინა, მომხიბვლელ და სახიფათო სამყაროს. დოკუმენტური სერიალი A Real Bug’s Life, ახლა Disney+-სა და Hulu-ზე გადის. შეუერთდით ჭიანჭველების ჯარს კოსტა-რიკის ჯუნგლებში. მიჰყევით ბრინჯის მარცვალზე პატარა ხტუნია ობობებს ავსტრალიის ბუშში. თანამედროვე კამერების დახმარებით, National Geographic-ის ეს ფილმი სამყაროს ყველაზე პატარა არსებების გადასახედიდან გაჩვენებთ.