ყველის სიყვარულს თავისი მიზეზი აქვს. ის მცირე რაოდენობით შეიცავს პოტენციურად დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებებს. კარგ ხასიათზე მომყვანი ზოგი ნივთიერება კაზეინისგან (რძის ცილა) წარმოიქმნება. ყველის დამზადების პროცესში კაზეინი კონცენტრირდება. საჭმლის მონელებისას ის იშლება და მორფინის მსგავს ნივთიერებებს – კაზომორფინებს წარმოქმნის. ასევე, შეიძლება, რომ რძე ძროხის ღვიძლში გამომუშავებული მორფინის კვალსაც შეიცავდეს. ბუნებრივი ნარკოტიკი კი ორმაგად სასარგებლოა ხბოსთვის: 1. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი 2. ხბო რძეზე დამოკიდებული ხდება და ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას დედის რძიდან იღებს.