ვინ:
კენიაში მცხოვრები ფოტო-გრაფი, რომელიც კაცობრიობისა და ბუნების ახლო კავშირის აღბეჭდვას ცდილობს.
სად:
ქალაქ კაინაბოს მიმდებარე სოფელი, სომალის ავტონომიური რეგიონი სომალილენდი.
რა:
კამერა – Hasselblad 501სმ და Zeiss Planar 80მმ ობიექტივი.
ამბავი:
სობეკი თითქმის ათი წელი მუშაობდა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, რომლებსაც დიდ ტვირთად აწევს კონფლიქტები, კლიმატის კრიზისი და ახლა უკვე COVID-19. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, სომალელი ხალხი შავი იუმორით გამოირჩევა. მაგალითად, 17 წლის აჰმედ აბდი ომარს ბაწრით დაუბამს თავის მინდორში შეჭრილი მავნებელი – მაჩვზღარბა (ამ სახეობას გადაშენების საფრთხე არ ემუქრება), სოფლელები კი ხუმრობდნენ: ეს მაჩვზღარბა სადილად იქცევაო.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia