
ნისკარტებით შეწყვილება
თავის გადასარჩენად, მამრი ყოველთვის „ისეთ პოზიციაში წყვილდება, რომ რაც შეიძლება შორს იყოს მდედრის პირისგან“, – ამბობს კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიიის საზღვაო ბიოლოგი რიჩარდ როსი
რვაფეხის უმეტეს სახეობაში მიღებული წესია, რომ მდედრმა სქესობრივი აქტის შემდეგ თავისი პარტნიორით ისადილოს. თავის გადასარჩენად, მამრი ყოველთვის „ისეთ პოზიციაში წყვილდება, რომ რაც შეიძლება შორს იყოს მდედრის პირისგან“, – ამბობს კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიიის საზღვაო ბიოლოგი რიჩარდ როსი. ეს მოსაზრება იმდენად დამკვიდრდა, რომ არავინ მიაქცია ყურადღება 1982 წელს პანამელი საზღვაო ბიოლოგის, არკადიო როუდანიჩის განცხადებას. როუდანიჩი ამტკიცებდა, რომ იპოვა რვაფეხები, რომლებიც შეწყვილებისას ერთმანეთს ნისკარტებს ადებენ.
30 წლის შემდეგ, როსმა და ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტის მეცნიერმა როი კოლდუელმა წყნარი ოკეანის დიდი ზოლიანი რვაფეხა (LPSO) გამოიკვლიეს. მათ დაადასტურეს როუდანიჩის აღმოჩენა. უფრო მეტიც, ამ რვაფეხების წყვილებს საზიარო თავშესაფარი აქვთ, მაშინ როდესაც რვაფეხების უმეტესობა მარტოდ მცხოვრებია. დიდი ზოლიანი რვაფეხები შეწყვილებისას სხეულის ქვედა მხარეს არსებულ ნისკარტებს ისე აჭერენ, თითქოს კოცნიან ერთმანეთს.