
ნისლი ფიქრია მთებისა...
1927 წელს გადაღებული ლაჰილის ეს ფოტო სრულიად ამართლებს ვიტორიო სელას მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას
ლეგენდარულ იტალიელ ფოტოგრაფსა და ალპინისტს, ვიტორიო სელას (1859 – 1943 წ), ჩვენ ჟურნალთან განსაკუთრებული კავშირები აქვს. იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა National Geographic-ის ექსპედიციებში და იღებდა უნიკალურ ფოტომასალას. სელა სამჯერ არის ნამყოფი კავკასიაში. საქართველოში გადაღებული ფოტოები მართლაც შთამბეჭდავია. 1927 წელს გადაღებული ლაჰილის ეს ფოტო სრულიად ამართლებს ვიტორიო სელას მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას – მთებისა და ლანდშაფტების ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფოტოგრაფი.