
ოჯახი ღია ზღვაში
ექსპედიცია „პოლუსის ქვეშ“ 2014 წელს მოეწყო, 55-კაციანმა გუნდმა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე 111 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა და რეკორდი დაამყარა
ყველაფერი ქმრით, ცოლით და ძაღლით დაიწყო.
2010-ში მყვინთავები გილან ბარდუ და ემანუელ პერიე-ბარდუ რვაკაციან ჯგუფთან და ციმბირულ ჰასკისთან, სახელად კაიაკთან ერთად, ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრნენ პოლარული ყინულის ქვეშ ეკოსისტემის შესასწავლად.
ექსპედიცია „პოლუსის ქვეშ“ 2014 წელს მოეწყო, 55-კაციანმა გუნდმა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე 111 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა და რეკორდი დაამყარა. „გვეუბნებოდნენ, შეუძლებელიაო, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო დავამტკიცეთ“, ამბობს პერიე-ბარდუ. მათი მოგზაურობის საფუძველზე, უამრავი ფილმი, წიგნი და აკადემიური ნაშრომი შეიქმნა.
ამ ზაფხულს ასკაციანი გუნდი იწყებს პროექტის მესამე ნაწილს – სამწლიან ექსკურსიას; საფრანგეთიდან არქტიკის გავლით ჩაუვლიან გრენლანდიას, შემოუვლიან ალასკას, დაეშვებიან საფრანგეთის პოლინეზიისკენ, სამხრეთ ამერიკის ბოლოდან ანტარქტიდაში გადავლენ და კვლავ ატლანტის ოკეანეს აუყვებიან ევროპისკენ – ჯამში, 80 000 კილომეტრს იმოგზაურებენ. გზად, 30 მეტრის სიღრმეზე ოკეანეს შეისწავლიან და ყვინთვის ყველა რეკორდის მოხსნას შეეცდებიან.
ცოლ-ქმრის ეკიპაჟში მატებაა – შვილები, 5 წლის რობინი და ერთი წლის ტომი. „ატმოსფეროს ცვლიან“, ამბობს ბარდუ, „ლეგოთი მოთამაშე ბავშვს რომ დაინახავ, ყოველგვარი დაძაბულობა გეხსნება“.