ვინ:
აპიჩელა, ხოშიმინში (ვიეტნამი) მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფი
სად:
ყვავილების ფერმა სა-დეკში, ვიეტნამის მეკონგის დელტაში
რა:
DJI Mavic 2 Pro დრონი 28მმ-იანი ლინზით
ამბავი:
სა-დეკი, ქალაქი ვიეტნამში, ცნობილია თავისი ყვავილების ფერმებით, რომლებიც მთვარის ახალი წლის ზეიმამდე განსაკუთრებულად მრავალფეროვანია. აპიჩელამ ქალაქი ფერადი მცენარეებისა და მათი გაზრდის ტრადიციული მეთოდების გადასაღებად მოინახულა. ერთ საღამოს, მზის ჩასვლის წინ, აპიჩელა ზიზილას ფერმერმა დაპატიჟა მინდვრების გადასაღებად. სანამ ფერმერი მცენარეებს რწყავდა, აპიჩელამ მის ზემოთ დრონი გაუშვა და რიგები უნაკლო რაკურსით გადაიღო. მოგვიანებით, როდესაც ის ფერმერთან და მის ოჯახთან ერთად ჩაის სვამდა, ფოტოსესია ყურადღებით დაათვალიერა. ფერმერის სამი შვილი განსაკუთრებით მოხიბლული იყო აპიჩელას გადაღებული ამ ფოტოთი. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო დრონთან.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge