ვინ:
ომარი, 37 წლის, ქუვეითელი ბუნების ფოტოგრაფი და კინორეჟისორი
სად:
კერკინის ტბა, საბერძნეთი
რა:
Canon EOS-1D X Mark II 100 მმ-იანი ლინზით
ამბავი:
ბუნების ფოტოგრაფი ომარი ქოჩორა ვარხვების ნახვის იმედად ჩავიდა საბერძნეთში. ვარხვების საძებნელად, რომლებიც საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად არიან მიჩნეულნი, ომარი ადრე დილას ნავით გაემგზავრა, მაგრამ ნისლი თავიდან ძალიან ხშირი იყო კარგი სურათის გადასაღებად. სხვა ხედისთვის ის ნაპირისკენ გაემართა და სიცივეში იცდიდა. როდესაც მზემ წყლის ზედაპირიდან ამოსვლა დაიწყო, ომარმა სამი ფრინველი და მათი ანარეკლები შენიშნა დილის შუქში.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge