
ომით დაბნელებული
რამდენიმე წლის წინ იქ მხოლოდ 25-მდე ადამიანი იყო დარჩენილი. კუნძული შეიძლება მალე კვლავ უკაცრიელი გახდეს
1937 წლის 8 ივნისს წყნარი ოკეანის კუნძული კანტონი იდეალური ადგილი იყო National Geographic-ისა და აშშ-ის საზღვაო ძალებისგან შემდგარი ჯგუფისთვის, რომ 1238 წლის განმავლობაში ყველაზე გრძელ მზის დაბნელებას დაკვირვებოდნენ. ჯგუფმა ექსპედიციის წარმატება აშშ-ის დროშებიანი მონუმენტის აღმართვით აღნიშნა. იქვე ბრიტანულმა ექსპედიციამაც აღმართა დროშა და მეგობრული შეჯიბრება ცოტა ხანში დიპლომატიურ პრობლემაში გადაიზარდა. უკაცრიელი კანტონი ტრანზიტის დროს თვითმფრინავის საწვავის შესავსებად იყო მოსახერხებელი. აგვისტოში ბრიტანეთმა ორი ოფიციალური პირი გაგზავნა იქ ბაზის ასაშენებლად და სთხოვა აშშ-ს, ჩამოეხსნა დროშები. პასუხად, პრეზიდენტმა რუზველტმა „კოლონისტები“ გაგზავნა.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იაპონია ბრიტანეთის ტოლერანტობას ამ ოკუპაციის მიმართ ანგლო-ამერიკული თანამშრომლობის მტკიცებულებად განიხილავდა და მართლაც, აშშ და ბრიტანეთი შეთანხმებული იყვნენ კუნძულის ერთობლივ კონტროლზე, რომ იაპონელებისთვის არ დაეთმოთ. აშშ-მა იქ ასაფრენი ბილიკი დააგო და ათას ჯარისკაცზე მეტი ჩააყენა. კანტონმა ომი დიდწილად დაუზიანებლად გადაიტანა და 1976 წელს აშშ-ის გასვლის შემდეგ, კირიბატის რესპუბლიკას შეუერთდა. რამდენიმე წლის წინ იქ მხოლოდ 25-მდე ადამიანი იყო დარჩენილი. კუნძული შეიძლება მალე კვლავ უკაცრიელი გახდეს.