ორ სამყაროს შორის
თავისი ტრადიციული ცხოვრების წესის დასაცავად ამაზონის მკვიდრი ტომი
თანამედროვე ხერხებს მიმართავს.
ორ სამყაროს შორის
თავისი ტრადიციული ცხოვრების წესის დასაცავად ამაზონის მკვიდრი ტომი თანამედროვე ხერხებს მიმართავს.
მდინარე ჟავარი ბრაზილია-პერუს საზღვარს მიუყვება და ამაზონის ტყის სიღრმეში მიედინება. მდინარის გაყოლებაზე სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი პერუს მხარეზე დროდადრო შემჩნეული ნავის ან ნავმისადგომის სახით თუ შეინიშნება, ბრაზილიის სანაპიროზე კი მთავრობის მიერ აღმართული ნიშნები გვაფრთხილებს, რომ ეს ჟავარის ხეობის მკვიდრი ხალხების მიწაა – ნაკრძალი, სადაც იზოლირებული მკვიდრი ხალხების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება. უცხო პირთა შესვლა აკრძალულია, თუმცა წიაღისეულის, ხე-ტყისა და ველური ბუნების უხვი რესურსები ისეთი ცდუნებაა, რომელსაც მრავალი ვერ უძლებს.

ამ თითქმის ხელუხლებელი ტყით დაფარულ ნაკრძალში, რომელიც დაახლოებით პორტუგალიის ფართობის ტოლია, ჩვენი ინფორმაციით 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ეს რიცხვი მხოლოდ იმ შვიდი ტომის წევრებს ითვლის, რომელთაც გარე სამყაროსთან კონტაქტი დაამყარეს. აქ იმის სანახავად მოვედი, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები კონფლიქტურ სასაზღვრო ზოლში, სადაც უკანონო ხე-ტყის ჭრით, თევზჭერითა და მადნის მოპოვებით მათ წინაპართა მიწებს ავიწროებენ.
სოფელი სან-ლუისი მდინარე ჟავარის აყოლებაზე, ქალაქ ატალაია-დუ-ნორტიდან 300-იოდე კილომეტრში მდებარეობს. იქ მობინადრე კანამარის ტომის 200-მდე წევრმა გადამღებ ჯგუფს და მე სტუმრობის ნება დაგვრთო. რვა დღე გავატარეთ მათ მოწესრიგებულ დასახლებაში, ხიმინჯებზე შეყენებულ ხის სახლებში, სადაც ბელად მაურუ კანამარის (კანამარის ხალხი ტომის სახელს თავიანთ გვარად ატარებს) საყვირის ჩაბერვის ხმაზე ვიღვიძებდით. თან ვახლდით ქალებს მანიჰოტის, იმავე კასავას, მოსავლის აღებისას, კაცებს კი – ნადირობისა და თევზაობისას.
ტერეზა კანამარი, ბელად მაურუ კანამარის მეუღლე, შვილიშვილ პერმელუს თავსაბურავითა და საღებავებით ამშვენებს (მარცხნივ). ახალგაზრდები რაგბის მსგავს თამაშში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა ცეკვითა და სიმღერით (მარჯვნივ). ანანასი ბურთის როლს ასრულებს, თამაში კი ხშირად ჭიდაობის მატჩით სრულდება.
ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომელთაც თავიანთ ტყეში ძალადობრივი შემოჭრა აღელვებთ და სულ უფრო მეტ ახლებურ გზას პოულობენ თავიანთი მიწისა და ცხოვრების წესის დასაცავად.
„ადრე სულ რამდენიმე უკანონოდ შემოჭრილი ადამიანი, მეთევზე და ტყისმჭრელი იყო“, – გვამცნობს ბელადი მაურუ, – „ახლა კი მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს“.
კანამარის ხალხისთვის ტყე მშობელივითაა, რომელიც მათ ყველაფრით უზრუნველყოფს. ხე-ტყის ჭრითა და სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებით კი მათ საარსებო წყაროს საფრთხე ემუქრება, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა სახიფათოა. 2022 წელს ბრაზილიის მკვიდრ ხალხთა უფლებების დამცველი ბრუნო პერეირა და ბრიტანელი ჟურნალისტი დომ ფილიპსი რეგიონის სხვა მდინარეზე სასტიკად მოკლეს – სავარაუდოდ, თევზჭერის კრიმინალური ქსელის მეთაურის ბრძანებით. „მეც მრავალი მუქარა მიმიღია“, – ამბობს ბელადი მაურუ.

მიუხედავად ამისა, კანამარის ხალხი უცხოების შემოჭრას გულგრილად ვერ უყურებს. ისინი FUNAI-სთან, ბრაზილიის მკვიდრი ხალხების საქმეთა სააგენტოსთან და UNIVAJA-სთან, ჟავარის ხეობის მკვიდრი ჯგუფების კავშირთან, შეიკრნენ პატრულირების ორგანიზებისთვის და ტყისმჭრელებთან საბრძოლველად. FUNAI მათ რაციებით და ძრავიანი ნავის საწვავით ამარაგებს, თუმცა კანამარის იარაღი – მშვილდ-ისრები და მცირეკალიბრიანი თოფები – თავდამსხმელთა იარაღთან ახლოს ვერ მივა.
კანამარის ტომის ბავშვები კოცონებს მეთვალყურეობენ. სოფლის მცხოვრებლები ტრადიციულ საახოე მიწათმოქმედებას მიმართავენ მიწის გასაწმენდად და ნიადაგის გასანოყიერებლად. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მკვიდრი ხალხები 10 000 წელიწადზე მეტია ამუშავებენ მიწას ამაზონის რეგიონში.
ასაის ნაყოფის მოსაკრეფად რომარიუ კანამარი (წინა პლანზე) პირში მაჩეტეთი პალმის ხეზე აძვრა, ხე კი თითქმის ხელუხლებელი დატოვა. ხე-ტყის მჭრელები ასეთ დროს ძვირფას, მაგარმერქნიან ხეებს – ბრაზილიურ კაკალს, ამერიკულ ალუბალსა თუ ამერიკულ წითელ ხეს – კაფავენ.
ამაზონის ტყიდან გატაცებული ხის მასალით დატვირთული კარჭაპი სან-ლუისის სიახლოვეს, მდინარე ჟავარიზე ღიად მიტივტივებდა. ასეთი კარჭაპები, ჩვეულებრივ, ღამით გადაადგილდება, თუმცა ლინსი ადარიოს გუნდს სამი ბარჟა დღისითაც შემოხვდა.
მუშა ჭრის ხის მორს ალტამირას სამხერხაოში, ჩრდილოეთ ბრაზილიის პარას შტატში.
ტერეზამ საჭმელი გაამზადა. კანამარის ხალხი საკვებს ამზადებს ლითონის ქვაბებში და შებინდებისას შუბლის ფარნების ანაბარაა, თუმცა მრავალი წეს-ჩვეულება მეტწილად უცვლელი რჩება. ისინი სწორედ ამ მიდგომით ადაპტირდნენ: ძველი ადათები ახალი ხელსაწყოებით.
ჟავარის ხეობაში – ბრაზილიის ამაზონის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონში – კანამარის ტომის ქალები მანიჰოტის მოსავალს იღებენ. კანამარის ხალხი თავიანთი მიწით საზრდოობს, თუმცა მათ და მათთვის სასიცოცხლო ტყეს ბუნებრივ რესურსებზე მონადირეები უქმნიან საფრთხეს.

ჟუან კანამარი, ბელად მაურუს 20 წლის ძმისშვილი, პატრულირებას მობილურით იღებს და ინფორმაციას სოციალური მედიით ავრცელებს. თინეიჯერობისას იგი ატალაია-დუ-ნორტიში გაგზავნეს, რათა პორტუგალიური ენა ესწავლა და მის ხალხსა და დანარჩენ სამყაროს შორის ეშუამავლა.
„გვინდა მსოფლიომ დაგვინახოს, რათა დაგვეხმარონ“, – ამბობს ჟუანი, – „აქ, ამ სახიფათო ტერიტორიაზე ვპატრულირებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ – თქვენთვისაც. ამაზონია ჩვენი მთავრობაც, მამაც და დედაც. მის გარეშე ვერც ჩვენ გადავრჩებით და, რაც უკვე ყველასთვის ნათელია, ვერც თქვენ“.
– რეიჩელ ჰარტიგანისთვის ნაამბობის მიხედვით
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში