ორად გაყოფილი საფლავები
2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში საკუთარი სახლების მიტოვება 26 000-მდე ადამიანს მოუხდა.
„თუ გინდა, დედა დაწყევლო, შვილის სიკვდილი უნდა უსურვო და შემდეგ ის, რომ მის საფლავზე მისვლა ვერ შეძლოს“, – მითხრა შვილმკვდარმა დედამ, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდი. იგი აგვისტოს ომის ერთ-ერთი დევნილთაგანია.
მათ სახლების დატოვება ისეთ სიჩქარეში მოუხდათ, რომ უმეტესობამ თითქმის ვერაფერი წამოიღო. ზოგმა შეძლო პირადი ნივთების გადარჩენა, თუმცა მათთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კონფლიქტის ხაზის მიღმა დარჩა – სახლ-კარი და საფლავები.
ათასობით ოჯახმა ომის შემდეგ აშენებულ დევნილთა დასახლებებში მიიღო საცხოვრებელი ადგილი. ამბობენ, თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ ეს სახლები მხოლოდ დროებითი იყო და შინ მალე დაბრუნდებოდნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისევ შეძლებდნენ მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების საფლავების მონახულებას.
ნინო ჯოჯიშვილი, 77 წლის. ომამდე სოფელ ქსუისში ცხოვრობდა, ახლა – ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. „წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას – მოგეწონებოდათ, რომ მშობლების საფლავზე გასვლა არ შეგეძლოთ?“
მარიამ ოქროპირიძე, 78 წლის. ომამდე სოფელ დისევში ცხოვრობდა, ახლა – ბებუკის დევნილთა დასახლებაში. შინ დაბრუნების იმედი აღარ აქვს. დისევში გარდაცვლილი ქმრის და შვილის გასახსენებლად მხოლოდ რამდენიმე ფოტოღა შემორჩა.
ლილი შერმადინი-გვრიტიშვილი, 66 წლის. ომამდე დაბა ახალგორში ცხოვრობდა, ახლა – წეროვნის დევნილთა დასახლებაში. მას სპეციალური საშვი აქვს, რომლითაც ორი სამხედრო ბლოკ-პოსტის გავლა უხდება, რომ გარდაცვლილი შვილის საფლავი მოინახულოს.
ნანა ჩქარეული, 40 წლის და როდამ ლომაშვილი, 77 წლის (დედა-შვილი). ომამდე დაბა ახალგორში ცხოვრობდნენ, ახლა – წეროვანის დევნილთა დასახლებაში. საშვი მხოლოდ დედას აქვს, მაგრამ მისით იშვიათად სარგებლობს: – რაღაც დაიკარგა, გაწყდაო – ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის საფლავის მონახულების სურვილი მუდამ აქვს.
78 წლის ლუსია გიუნაშვილი სოფელ ფლავისმანში, ძმის სასაფლაოზე ორ სანთელს ანთებს. ერთს – თავისი ქმრისთვის, რომლის საფლავზეც 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. სასაფლაოსთან ახლოს, გორიდან ოკუპირებული სოფელი, დისევი ჩანს, სადაც მისი მეუღლეა დასაფლავებული.
ომის შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში მიცვალებულებს ახალგორში ასაფლავებდნენ, თუმცა, როდესაც უკან გადასვლა უფრო და უფრო გართულდა, წეროვნის დევნილთა დასახლებასთან ახლოს ახალი სასაფლაო გააკეთეს, სადაც ყველაზე ძველი თარიღი 2008 წელია.

ჩვენ ყოველ საეკლესიო დღესასწაულზე ან მიცვალებულთა მოხსენიების დღეზე გავდიოდით საფლავებზეო, – ამბობენ ისინი. უმეტესობას ახსოვს 2008 წლის აღდგომა – მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათთვის ახლობლების საფლავებზე ბოლო გასვლა იქნებოდა. ბევრმა გარდაცვლილთა სურათების წამოღებაც კი ვერ მოასწრო.
დევნილების უმეტესობა უკვე შეგუებულია იმ აზრს, რომ ოჯახის წევრების საფლავები შეიძლება ვეღარასოდეს მოინახულონ. მათ დღეს ისიც კი არ იციან, რა მდგომარეობაშია ეს საფლავები – ზოგმა გაიგო, რომ კონფლიქტის ხაზს მიღმა დარჩენილი მათი სახლების უმეტესობა დანგრეული და გადამწვარია, მაგრამ სასაფლაოს არ შეხებიანო – ამბობენ.
საკუთარ სახლებში დაბრუნება მხოლოდ ახალგორიდან დევნილ მოსახლეობას შეუძლია კონფლიქტის ხაზის გადასაკვეთად საჭირო სპეციალური საშვით. ომის შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში ისინი მიცვალებულებს ახალგორში ასაფლავებდნენ, თუმცა, როდესაც უკან გადასვლა უფრო და უფრო გართულდა, წეროვანის დევნილთა დასახლებასთან ახლოს ახალი სასაფლაო გააკეთეს. ომმა ოჯახები გაყო – წეროვანთან, ბერბუკთან, ხურვალეთთან, ვერხვებთან და დევნილთა სხვა დასახლებების მიმდებარედ პატარა, ახალ სასაფლაოებზე 2008 წლის შემდეგ გარდაცვლილთ ასაფლავებენ.