მადაგასკარზე ორქიდეების დაახლოებით ათასი სახეობა იზრდება. დელიკატურობით განთქმული ყვავილები ველურ ბუნებასა და გაუსაძლისი გვალვების პირობებშიც კი საოცარ გამძლეობას ავლენენ. მიწისქვეშა ბოლქვების მქონე ორქიდეები განსაკუთრებულად ამტანნი არიან, ამბობს მადაგასკარელი ბოტანიკოსი და National Geographic-ის მკვლევარი ჯინი რაჰარიმამპიონონა. კუნძულის ფლორის დასაცავად გაწეული 22-წლიანი შრომის მანძილზე მან მონაწილეობა მიიღო მრავალი თავშესაფრის შექმნაში, რომლებიც მცენარეთა სახეობებს ტყის გაჩეხისგან და ჰაბიტატის დაკარგვისგან იცავენ. მისი მოტივაციის წყარო კუნძულზე ახალი სახეობების აღმოჩენის სიხშირეა. „მხოლოდ სამოგზაუროდ ჩამოსულსაც კი შეუძლია გადააწყდეს მეცნიერთათვის აქამდე უცნობ ორქიდეას“, – ამბობს იგი.
შეიტყვეთ National Geographic Society-ს მხარდაჭერაზე, რომელსაც უცხადებენ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დამცველ მკვლევრებს: natgeo.com/impact.