
ოთხი მიზეზი რატომ ვერ შეაჩერეს მეცნიერებმა ებოლა
არსებობს ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული, გენური ინჟინერიის საშუალებით დამზადებული წამლები, მაგრამ უცნობია, რამდენად ეფექტური და ხელმისაწვდომი იქნება ისინი მასობრივი მკურნალობისთვის.
ჩემი წიგნი, სათაურით „ცხელი ზონა“, მომაკვდინებელი ვირუსების აღმოცენების შესახებაა. მისი გამოცემიდან 25 წლის თავზე ერთ-ერთი ვირუსი, ებოლა, ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა. 1976 წელს აღმოჩენის შემდეგ ებოლას, სიდიდით მეორე აფეთქებას, ასობით ადამიანი ემსხვერპლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსის ყველაზე მასშტაბური გავრცელება კი 2014-2016 წლებში დაფიქსირდა დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაში, სადაც, დაახლოებით, 30 000 ადამიანი დაავადდა და თითქმის ნახევარი დაიღუპა. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვირუსმა ადამიანებზე თავდასხმა შეწყვიტა. მრავალი მიზეზის გამოებოლას შეჩერება რთულია, მაგრამ მეცნიერები ამაზე მუშაობენ და მათ მიერ დაგროვილი ცოდნა მომავალში ებოლასა და სხვა ვირუსებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
რატომ არის ებოლასთან ბრძოლა ასეთი რთული?
1. ვაქცინის შენახვის პირობები
ებოლას ვაქცინა ცივად უნდა შეინახოს, მაგრამ ტროპიკულ ზონებში, სადაც სამაცივრეები ცოტაა, ვაქცინა სწრაფად შეიძლება გახდეს გამოუსადეგარი.
2. შეზღუდვები და ახალი წამლების ხარჯები
არსებობს ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული, გენური ინჟინერიის საშუალებით დამზადებული წამლები, მაგრამ უცნობია, რამდენად ეფექტური და ხელმისაწვდომი იქნება ისინი მასობრივი მკურნალობისთვის.
3. ვირუსების შეჩერებისას უწინ გამოყენებული მიდგომის არაეფექტურობა 1966 წელს ყვავილის ვირუსის გავრცელებისას დიდი წარმატებით გამოიყენეს ე.წ. წრიული ვაქცინაცია. ამ დროს ვაქცინაცია ინფიცირებული პირის წრეში მყოფ ადამიანებს უტარდებათ. შედეგად, ვირუსი იმუნიტეტის მქონე ადამიანების კედელში იკეტება და ვეღარ ვრცელდება. მაგრამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იქ არსებული საზოგადოებრივი უწესრიგობის ფონზე, წრიული ვაქცინაციით შეუძლებელია ებოლასთან ბრძოლა.
4. მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით, როგორ კლავს ებოლა
ებოლა ამოუცნობი რჩება. ის ადამიანის სხეულის მიმართ წარმოუდგენლად აგრესიულია, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ვირუსის მექანიზმები და არ იციან, ზუსტად როგორ კლავს ებოლა ადამიანს. დიდმა სამხედრო სტრატეგოსმა სუნ ძიმ თქვა: „იცნობდე შენს მტერს“. ჩვენ ჯერ კიდევ ვეცნობით ებოლას. როდესაც მას ბოლომდე გავიცნობთ, მისი საბოლოო დამარცხების გზებსაც მივაგნებთ.
რიჩარდ პრესტონის საერთაშორისო ბესტსელერი „ცხელი ზონა“ ახლა გლობალური მინისერიალია, რომელიც National Geographic-ის არხზე გადის.