თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

სტატიები

კალიფორნიასთან, კორტეს-ბენკის სიახლოვეს ცნობისმოყვარე სელაპი ლამინარიის ტყეს გასცქერის. ეს მდიდარი საარსებო გარემოა ზღვის მრავალი სახეობისთვის. სელაპებისთვის - თევზის რესტორანი და საიმედო თავშესაფარი.

ჰუიე. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, ქაღალდის ყვავილის სანთლებს მდინარე ჰიონგში უშვებენ. აზიაში გავრცელებული ეს ბუდისტური დღესასწაული შუასაუკუნეების ჩინეთიდან მოდის.

ბიოლუმინისცენციის უნარის მქონე ათობით სოკო კუნძზე იზრდება. სავსე მთვარის შუქზე მწვანე ღეროები ბრწყინავენ. ეს სახეობა (Mycena lucentipes) ბრაზილიისა და პუერტო-რიკოს ტროპიკულ ტყეებში იზრდება. მისი საკვებად ვარგისიანობა - უცნობია.

2005 წელს კვლევა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფარაონის, ტუტანხამონის მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ჩატარდა

სასუქისა და ნაკელის ნარჩენები კი არღვევს ტბების, მდინარეებისა და სანაპირო ზოლის არამდგრადი ეკოსისტემების წონასწორობას მთელ პლანეტაზე