
პანდამანია: მოკლე ისტორია
1929 წელს ჩიკაგოს საველე მუზეუმმა პირველად წარმოადგინა აზიიდან ჩამოყვანილი ორი პანდის ფიტული. შემდეგ,მას სხვა მუზეუმებმაც მიბაძეს
დღეს პანდა თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო.
ძველ ჩინურ ჩანაწერებში იშვიათადაა ნახსენები ეს ცხოველი. 1869 წელს ფრანგმა მისიონერმა, არმან დევიდმა ჯერ შავ-თეთრი ტყავი შენიშნა, შემდეგ კი მონადირეებისგან ფიტულიც იყიდა. მოგვიანებით, ერთმა ზოოლოგმა Ailuropoda melanoleuca-ს პირველი აღწერილობაც გამოაქვეყნა პარიზში.
1929 წელს ჩიკაგოს საველე მუზეუმმა პირველად წარმოადგინა აზიიდან ჩამოყვანილი ორი პანდის ფიტული. შემდეგ, მას სხვა მუზეუმებმაც მიბაძეს.
პანდების ფიტულებმა მომხიბვლელობა მალე დაკარგა და ჩინეთიდან ცოცხალი პანდის ჩამოყვანა დაიგეგმა. 1936 წლის დეკემბერში, რუთ ჰარკნესმა შანხაიდან პანდის ბელი ჩამოიყვანა. სან-ფრანცისკოელმა, მაღალი საზოგადოების ამ ქალბატონმა, თავისი გამოზრდილი და განებივრე-ბული ბელი ჩიკაგოს ბრუკფილდის ზოოპარკს მიყიდა. პირველივე დღეს 53 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა ზოოპარკს.
პანდამანია გრძელდება. დღეს 20-მდე ზოოპარკშია პანდები. მათი დაბადება და სიკვდილი მსოფლიო მასშტაბით შუქდება. ვაშინგტონში, სმითსონიის ეროვნულ ზოოპარკში კამერა ახალშობილ პანდას 6 თვემდე იღებდა და ამ პერიოდში 14 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა.
პანდის უსაზღვრო სიყვარული მეცნიერულად ახსნადია – როდესაც ადამიანები პანდას ვხე-დავთ, ჩვენზე ქვეცნობიერად მოქმედებს ნეოტენია, როგორც მას ბიოლოგები უწოდებენ. მდგომარეობა, როდესაც მოზრდილ ასაკში გარკვეულ ბავშვურ მახასიათებლებს ვინარჩუნებთ. პანდის ბავშვური სახისა და ქცევის დანახვისას, ჩვენი ორგანიზმი ოქსიტოცინს – დაცულობისა და სიყვარულის ჰორმონს გამოყოფს.