ვინ:
იტალიის და ესპანეთის მკვიდრი ვერძონე თავის ობიექტივში მოხვედრილი ადამიანების სულისკვეთებას და მათ გამოცდილებას წარმოაჩენს.
სად:
არტურის ტახტი, ვულკანური მწვერვალი ედინბურგში, შოტლანდიაში
რა:
Phase One XF IQ160 80 მმ ლინზით
ამბავი:
ვერძონეს ფოტოების მთავარი თემა მხიარულებაა. მას ხშირად დაუგეგმავად აღბეჭდავს. „90 პროცენტი შემთხვევითობაა“, – ამბობს იგი, თუმცა 2017 წელს ადგილობრივი ცეკვის გადასაღებად შოტლანდიის მთიანეთში ჩასულმა იცოდა, რომ მხიარულებას აუცილებლად იპოვიდა. ცეკვა, რომელსაც ოდესღაც მხოლოდ კაცები ასრულებდნენ ომის დროს, ახლა ყველასთვის სიხარულის მომტანია. ვერძონემ თავისი ობიექტივი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ მოცეკვავეებზე გამოცადა, როდესაც ისინი ე.წ. მთიანეთის თამაშებისთვის ემზადებოდნენ. დღეების განმავლობაში განცვიფრებით აკვირდებოდა მოცეკვავეების ათლეტურობას, ენერგიას და, რაც მთავარია, მხიარულებას.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.