ვინ:
ვუდსი ჰოლანდიელ-კანადელი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
სად:
ქალაქი ლე-კაი, სამხრეთ-დასავლეთი ჰაიტი.
რა:
ჰასელბლადის საშუალო ფორმატის ფირიანი კამერა 50 მმ-იანი ობიექტივით.
ამბავი:
ვუდსი წლების განავლობაში ჰაიტიზე ცხოვრობდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არც პრესას კითხულობს და არც ტელევიზორსა ან ინტერნეტზე აქვს წვდომა, თუმცა რადიო ყველგან ჩართულია. ვუდსი ქალაქ ლე-კაიში რამდენიმე თვე იღებდა რადიოწამყვანებს. დედა მელიანიზ გაბრეუსს რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის რადიოტალღაზე 95.5 FM მიჰყავდა გადაცემა. „თავიდან ძალიან მორიდებული იყო, – ამბობს ვუდსი, – მაგრამ 2013 წელს გადაღებაზე იმის შემდეგ დამთანხმდა, რაც ვუთხარი, რომ მის ერთგულ მსმენელს ძალიან გაეხარდებოდა მისი დანახვა“.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia