
პატარა ხეების პატარა ხელსაწყოები
1976 წელს, აშშ-ის არსებობის ორასი წლის ზეიმისთვის, იაპონიამ საჩუქრად 53 ცალი ბონსაის ხე გამოგზავნა
1976 წელს, აშშ-ის არსებობის ორასი წლის ზეიმისთვის, იაპონიამ საჩუქრად 53 ცალი ბონსაის ხე გამოგზავნა. ბევრი მათგანი, მათ შორის ერთი, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 1625 წელს ჩარგეს ქოთანში, ვაშინგტონში, ბონსაისა და პენძინის ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ბონსაის მოვლა სიმშვიდეს, კონცენტრაციასა და მინიატურული ხელსაწყოების ნაკრებს საჭიროებს. „თუ მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების არსი არ გესმით, ვერც იმას გაიგებთ, რატომ უნდა გაალამაზოთ ისინი“, – ამბობს მუზეუმის კურატორი მაიკლ ჯეიმსი.