
პაწაწინა ტურბინა
ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინერ-ელექტრიკოსებმა ჯეი სი ჩიაომ და სმითა რაომ ბრინჯის მარცვალზე ორჯერ მცირე ზომის ქარის ტურბინის საცდელი ნიმუში წარმოადგინეს
ხვალ თქვენი მობილურების დატენვის სისწრაფემ შეიძლება ქარსაც გაუსწროს. შარშან, ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინერ-ელექტრიკოსებმა ჯეი სი ჩიაომ და სმითა რაომ ბრინჯის მარცვალზე ორჯერ მცირე ზომის ქარის ტურბინის საცდელი ნიმუში წარმოადგინეს. პაწაწინა სადენებიან გამძლე შენადნობის ტურბინას კომპაქტური ტექნიკისთვის („სმარტფონები“) მცირე ენერგიის მიწოდება შეუძლია.
უკვე არსებობს მზის ზურგჩანთები, რომლებიც პორტატული მოწყობილობების დასატენად გამოიყენება. რა იქნება შემდეგი? ენერგიის წყაროს ახალი თაობა, რომელსაც თან ატარებთ, შესაძლოა, ტელეფონის ბატარეის დამტენი მზის ენერგიის დამჭერი ქსოვილი ან ქარის ენერგიის დამჭერი ჩაფხუტიც იყოს.