
პეპლები ღამურების წინააღმდეგ
ბარბერის თქმით, პეპლები თავისი მოძრავი კუდებით გზა-კვალს ურევენ და სამიზნეს აცილებენ ღამურებს, რომლებიც ექოლოკაციის მეშვეობით უახლოვდებიან
ფარშავანგთვალას ერთერთი სახეობა (Actias luna) გასაოცრად გონიერიაო, ამბობენ ბიოლოგები, ჯესი ბარბერი და აკიტო კავაჰარა. მათ აღმოაჩინეს, რომ Actias luna-ს ფრთების ბოლოებთან „კუდები“ აქვს წამოზრდილი. ბარბერის თქმით, პეპლები თავისი მოძრავი კუდებით გზა-კვალს ურევენ და სამიზნეს აცილებენ ღამურებს, რომლებიც ექოლოკაციის მეშვეობით უახლოვდებიან. შეიძლება, ღამურამ სწორედ ის წანაზარდები მოიხელთოს, თუმცა, მთლიანი მწერი – იშვიათად.
„60 მილიონ წელზე მეტია, რაც პეპლები და ღამურები აკუსტიკურ ომში არიან ჩართულნი“, – ამბობენ ბარბერი და კავაჰარა.