პირველი დიდოსტატი
რეალურ სამყაროში ახლა ყველა გამქრალია, მაგრამ აქ ირეალური სამყაროა. ბნელსა და დაბზარულ კედლებზე, ისინი კვლავ ცოცხლობენ


პირველი დიდოსტატი
რეალურ სამყაროში ახლა ყველა გამქრალია, მაგრამ აქ ირეალური სამყაროა. ბნელსა და დაბზარულ კედლებზე, ისინი კვლავ ცოცხლობენ
თითქოს, უზარმაზარი მხეცის ხახაში შევდივართ. ლევიათანის ენასავით წაგრძელებული ბილიკი ჯერ მაღლა მიუყვება გორაკს, შემდეგ კი გამოქვაბულის უკუნეთში ეშვება. ჭერი დაბლდება, გამოქვაბულის კედლები ვიწროვდება და მხრებზე მედება. მერე კვლავ იშლება კირქვის ფერდები და ჩვენ ვეება დარბაზის მუცელში ვხვდებით.
ესაა ადგილი, სადაც გამოქვაბულის ლომები ბინადრობენ.
ეს უძველეს არსებათა სამხეცეა. დომბები, ბეწვიანი მარტორქები და მამონტები სამარისებურ სიჩუმეში დაქრიან, მტვრის ბუღს აყენებენ და იბრძვიან. რეალურ სამყაროში ახლა ყველა გამქრალია, მაგრამ აქ ირეალური სამყაროა. ბნელსა და დაბზარულ კედლებზე, ისინი კვლავ ცოცხლობენ.
36 000 წლის წინ გამოქვაბულში ვიღაც შევიდა, ამ დარბაზში მოხვდა და მბჟუტავი ცეცხლის ალზე ხატვა დაიწყო: გამოქვაბულის ლომები, მარტორქის თუ მამონტის ჯოგები და დომბა – შედევრთა შედევრი! იქვე, გადმოკიდებული კლდის უზარმაზარი კონუსიდან ნახევრად ქალი და ნახევრად დომბა ქიმერობს. სხვა დარბაზების კედლები ცხენებს, იბექსებს და პირველყოფილ ძროხებს მასპინძლობს; ვიღაცის თითს კლდეზე ტალახით რელიეფური ბუ, სხვას კი ჟანგმიწიანი ხელით უზარმაზარი ბიზონი შეუქმნია; მღვიმის დათვები, აქეთ-იქით დაბაჯბაჯებენ, თითქოს, ზამთრის ძილისთვის ბუნაგს არჩევენო. ნახატები, ხშირად, ერთი უწყვეტი კონტურითაა შესრულებული. ეს თავად სრულყოფილებაა…
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.