
პირველი ფრინველი
ოფელ უნალაშკას შემოგარენში და აშშ-ის უდიდესი თევზსაჭერი პორტის, დაჩ-ჰარბორის მიდამოებში, არწივები მიჩვეულნი არიან ადამიანებს
არწივი არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ჩემი მშობლიური გერმანიისა და სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოცაა. ფოტოგრაფები ამ დიდებულ ფრინველს უმეტესად ცაში მოლივლივეს აღბეჭდავენ. ამ სურათებზე მშვენივრად მოჩანს მათი ბუმბულის საფარველი.

ალასკაში, ალეუტების კუნძულებზე თეთრთავა ფსოვები აღმოვაჩინე. ტალახიანი, სველი ფსოვები ერთმანეთს ებრძოდნენ. ველურები და მძვინვარეები სულაც არ ჰგავდნენ ჩვენს წარმოდგენაში არსებულ ეროვნულ სიმბოლოებს. თუმცა, ფრინველი სწორედ იმ დროს იქცევა შთაგონების წყაროდ, როცა სასტიკ ამინდსა და თანამოძმეებთან კონფლიქტებს უმკლავდება.

სოფელ უნალაშკას შემოგარენში და აშშ-ის უდიდესი თევზსაჭერი პორტის, დაჩ-ჰარბორის მიდამოებში, არწივები მიჩვეულნი არიან ადამიანებს. აქ თევზი ყველგანაა. არწივებიც დაყიალებენ და ნარჩენებს ეძებენ თევზსაჭერ გემებზე. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მეთევზეები ბადეებს ასუფთავებენ; თევზის გადამამუშავებელი ქარხნების სახურავებზეც სხდებიან.

ამ ფოტოების გადასაღებად ისეთ ველურ ადგილებში დავდიოდი, სადაც ეს ფრინველები იყრიდნენ თავს. აქ შემეძლო მათთვის თვალებში ჩამეხედა, კამუფლაჟის გარეშე მივახლოებოდი. ფრთხილად უნდა დავკვირვებოდი მათ, გამომეცნო, რა მოეწონებოდათ. შესაძლოა, ვინმეს 40 არწივის გარემოცვაში გულაღმა მწოლიარეც კი დავენახე.

ალეუტების კუნძულებზე შვიდჯერ ვიყავი და კიდევ ვაპირებ წასვლას. არწივები ძალიან მიყვარს, მათ ფრენა შეუძლიათ, მე კი – არა.