პირველი გამოკრთომა
მაღალი, პროცენტის მეათედზე მეტი სიზუსტით, მეცნიერებმა პირველად დაიტანეს რუკაზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივება - სინათლე, რომელიც სულ 378 000 წლის ასაკის სამყარომ გამოასხივა


პირველი გამოკრთომა
მაღალი, პროცენტის მეათედზე მეტი სიზუსტით, მეცნიერებმა პირველად დაიტანეს რუკაზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივება - სინათლე, რომელიც სულ 378 000 წლის ასაკის სამყარომ გამოასხივა
ამბობდნენ, რომ კოსმოლოგები – მეცნიერები, რომლებიც სამყაროს მთლიანობაში სწავლობენ, „ხშირად ცდებიან, თუმცა ეჭვი არაფერში ეპარებათ“.
ახლა ისინი ნაკლებად ცდებიან, დასაეჭვებელი კი საკმარისზე მეტი აქვთ.
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, ახლა კოსმოლოგებს მეტ-ნაკლები დარწმუნებით შეუძლიათ ამტკიცონ, რომ სამყარო 13 მილიარდ 820 მილიონი წლის წინ დაიბადა და დიდი ალბათობით, ატომზე მცირე ზომის სივრცის ბუშტს წარმოადგენდა. მაღალი, პროცენტის მეათედზე მეტი სიზუსტით, მეცნიერებმა პირველად დაიტანეს რუკაზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივება – სინათლე, რომელიც სულ 378 000 წლის ასაკის სამყარომ გამოასხივა.
მათ ასევე დაასკვნეს, რომ ყველა ის ვარსკვლავი და გალაქტიკა, რომელთა ცაზე დანახვაც შესაძლებელია, ხილული სამყაროს მხოლოდ 5%-ს შეადგენს. უმეტესი ნაწილი კი უხილავია: 27% ბნელი მატერიისგან, 68% კი ბნელი ენერგიისგან შედგება. ორივე იდუმალებითაა მოცული. ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერია, რომელიც ჯერ არავინ იცის, რა არის, გალაქტიკების…
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.