პირველი მსოფლიო ომი ქართველი მოწყალების დის ფოტოობიექტივში
ეს ომი, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, მხოლოდ რამდენიმე წლით გააჩენს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე


პირველი მსოფლიო ომი ქართველი მოწყალების დის ფოტოობიექტივში
ეს ომი, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, მხოლოდ რამდენიმე წლით გააჩენს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე
პირველი მსოფლიო ომი (1914-18) – მსოფლიოს ქვეყნებს შორის მანამდე არსებული ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება. ომი, რომელიც მიდიოდა ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ომი, რომელმაც უბიძგა რუსეთის რევოლუციას, გამოკვეთა ამერიკის, როგორც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის როლი, დაანგრია ოთხი იმპერია და, ფაქტობრივად, შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. მას ხშირად მოიხსენიებენ ყველა ომის დასრულების ომად, რომელშიც – ისტორიაში პირველად – გერმანიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების გვერდით გაჩნდა საქართველოც.
მოწყალების და ნინო ჯორჯაძე კამერაში იყურება. ის ამ დროს 30 წლისაა. შავი, თეთრ-საყელოშემოვლებული მოწყალების დის კაბა აცვია. შავი, ასევე თეთრკანტიანი თავსაბურავი ახურავს. ხელები ზურგს უკან დაუმალავს.
პირველ მსოფლიო ომში, რომელიც თითქმის მთელ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაითრევს, მოწყალების და ნინო ჯორჯაძე რუსეთის იმპერიის ჯარში მყოფი, სხვა ათასობით ქართველის გვერდით აღმოჩნდება. ბრძოლებში ქართველი სამხედროების გმირობის ამბებს ისტორია რუსული დროშისა და მუნდირის ქვეშ მოპოვებული გამარჯვებების სახელით შემოინახავს. ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რისთვის იბრძოდნენ? რას იცავდნენ და რისი სჯეროდათ? ამ ომის თითქმის 9 მილიონიან მსხვერპლში ზუსტად არავინ იცის, რამდენი იყო ქართველი. ეს ომი, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, მხოლოდ რამდენიმე წლით გააჩენს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.