„როდესაც ლენსოის-მარანეინსისის ეროვნულ პარკს ვზვერავდი, წყალში საოცრად ლამაზი ფორმები დავინახე. პერსპექტივა რთული აღსაქმელი იყო. თუმცა, მდინარის პირას თხები გამოჩნდნენ და მასშტაბი გამოიკვეთა“.
Lençóis პორტუგალიურად ზეწარს ნიშნავს, რაც ბრაზილიის ამ პარკში გაბატონებულ ქვიშის დიუნებზე მიანიშნებს. 2024 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დასახელებული პარკი ცნობილია წვიმების სეზონის დროს წარმოქმნილი ლაგუნებით.