ვინ:
კანადაში მცხოვრები ბუნების ფოტოგრაფი, კინორეჟისორი და საზღვაო ბიოლოგი
სად:
ლემერის სრუტე, ანტარქტიდა
რა:
Canon EOS-1D X MARK II, 16-35 მმ ლინზა წყალქვეშა გარსაცმით
ამბავი:
National Geographic-ის მკვლევარი პოლ ნიკლენი ხშირად ყვინთავს მსოფლიოს ყინულოვან წყლებში. ანტარქტიკაში ერთ-ერთი მოგზაურობისას მან თავისი ჰიდროკოსტიუმი ამოიცვა ლურჯთვალა ჩვამას გადასაღებად. ეს გუნდებად მცხოვრები ფრინველი ანტარქტიდის ნახევარკუნძულის კოლონიებში მრავლდება და საკმაოდ ცნობისმოყვარეა. როდესაც ნიკლენი უმოძრაოდ იცდიდა ოკეანის წყალში, რამდენიმე ახალგაზრდა ჩვამა, მათ შორის ზემოთ გამოსახული ინდივიდი, ფოტოგრაფს მიუახლოვდა და დიდი ინტერესით ჩაუნისკარტა მისი ფოტოკამერის გარსაცმს.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.