პოლუსის მკვლევარი ახალი ვარსკვლავები
კლიმატის შესწავლა სულ უფრო აქტუალური ხდება. ნორვეგიის პატარა არქტიკულ კვლევით სადგურზე მეცნიერების ბუმია: ეს ნამდვილი სავანეა მეტწილად ქალებით დაკომპლექტებული ექსპერტთა გუნდისთვის, რომელიც დედამიწისთვის უმნიშვნელოვანეს კვლევებს ატარებს და სადგურის თანამშრომელთათვის, ამ რთულ გარემოში ცხოვრებას რომ უფრო
სტუმართმოყვარეს ხდიან.
პოლუსის მკვლევარი ახალი ვარსკვლავები
კლიმატის შესწავლა სულ უფრო აქტუალური ხდება. ნორვეგიის პატარა არქტიკულ კვლევით სადგურზე მეცნიერების ბუმია: ეს ნამდვილი სავანეა მეტწილად ქალებით დაკომპლექტებული ექსპერტთა გუნდისთვის, რომელიც დედამიწისთვის უმნიშვნელოვანეს კვლევებს ატარებს და სადგურის თანამშრომელთათვის, ამ რთულ გარემოში ცხოვრებას რომ უფრო სტუმართმოყვარეს ხდიან.
ნი-ოლესუნდი, პატარა საერთაშორისო კვლევითი ბაზა, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაა. ის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ნორვეგიის კუთვნილი სვალბარდის არქიპელაგის თოვლიან მთებსა და ყინულოვან ფიორდებშია მოკალათებული. ზამთარში ამ რთულად საცხოვრებელ ადგილას მზე არ ამოდის და ბაზის დაბალ შენობებს პოლარული ღამის მელნისფერი წყვდიადი ბურავს.
მკაცრი ამინდის მიუხედავად, სვალბარდზე ტემპერატურა საოცარი სიჩქარით მატულობს – მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ოთხჯერ უფრო სწრაფად. ამან აქაური გარემოს შემაშფოთებელი ცვლილება გამოიწვია.
მაგალითად, ვარაუდობენ, რომ მუზარადიანი მედუზა ამ არქტიკულ წყლებში დაახლოებით ათი წლის წინ შემოვიდა. ის კრილითა და ისეთი პატარა თევზებით იკვებება, რომლებითაც ზღვის სხვა ცხოველები, მაგალითად, ვირთევზა და ქაშაყი, ირჩენენ თავს. გარემოს ცვლილების კიდევ ერთი მაგალითია მარად მზრალი ნიადაგი, რომელიც უფრო და უფრო მეტად თბება. ამის გამო იზრდება რისკი, რომ იქ გამომწყვდეული ნახშირბადი ატმოსფეროში გამოთავისუფლდება. 1970-იანი წლების დასაწყისიდან სვალბარდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 4°C-ით გაიზარდა. ნი-ოლესუნდში ახლა მხოლოდ -2 გრადუსამდე ყინვაა. გასულ ზაფხულს, ექსტრემალური სითბური ტალღის გამო, არქიპელაგის მყინვარული ქუდები საგრძნობლად დადნა.

სათემო მაღაზიის მენეჯერი, KINGS BAY AS
ჰაუგვიკი მუშაობს ნორვეგიის სახელმწიფო კომპანიაში, რომლის მაღაზია მცხოვრებლებს აწვდის პირადი ჰიგიენისა და სხვა აუცილებელ ნივთებს – თბილ წინდებსა თუ შოკოლადს. ჰაუგვიკს ბარიტონი უჭირავს – ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც ბავშვობაში ისწავლა და ცოტა ხნის წინ მას კვლავ მიუბრუნდა. ჰაუგვიკმა მაღაზიისთვის ისეთი ინსტრუმენტები იყიდა, რომ მოყვარულ მუსიკოსებს სადგურზე ერთად დაკვრა შესძლებოდათ.
მაგრამ რეგიონში სხვა ცვლილებებიც მოვიდა. ათზე მეტი ქვეყნის რამდენიმე ათეული მეცნიერი ცდილობს, გააღრმაოს ჩვენი ცოდნა კლიმატის ცვლილებაზე – თანაც მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება – და მათი დიდი ნაწილი ქალია.
ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბაზისთვის, სადაც ისტორიულად კაცები დომინირებდნენ და ქალებისადმი მიმღებლობაც დიდი არ იყო. ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის კლიმატოლოგი ინგერ ჰანსენ-ბაუერი ნი-ოლესუნდში 1983-1984 წლების ზამთარში მუშაობდა. მას ახსოვს, რამდენად მარტო გრძნობდა თავს, როგორც ერთადერთი ქალი მთელ სადგურზე.
ჰანსენ-ბაუერის თქმით, ცვლილებები ნელ-ნელა დაიწყო მას შემდეგ, რაც მეცნიერებასა და საველე საქმეში ქალები უფრო მეტად გამოჩნდნენ. იულია ბოიკე, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და პოტსდამში მდებარე ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მკვლევარი, ჯერ კიდევ უმცირესობაში იყო, როდესაც 1998 წელს მარად მზრალი ნიადაგის მონაცემების შეგროვება დაიწყო. შარშან მან უცბად გააცნობიერა, რომ მისი სამკაციანი გუნდი მთლიანად ქალებისგან შედგებოდა. ბოიკეს თქმით, სამუშაო გარემო გაუმჯობესდა, მათ შორის საკვები და ზოგადი ჰიგიენა. ამავდროულად, კლიმატის ცვლილების გამო, მათი სამუშაოც გართულდა. „წვიმამ იმატა, თოვლის საფარის პერიოდი კი შემცირდა“, – ამბობს ბოიკე. ზღვის ყინულის შემცირება იმას ნიშნავს, რომ სვალბარდის თეთრი დათვები მეტ დროს ატარებენ ხმელეთზე. ეს ბოიკეს საველე სამუშაოს ართულებს. იგი ვერ მოხვდება თავის ძველ საკვლევ ზონაში, თუ მახლობლად მტაცებლები არიან.
სუზანა გარსია ესპადა სადგურის მენეჯერი და ინჟინერი, ნორვეგიის კარტოგრაფიული სამსახური დედამიწაზე ცვლილებები რომ დააფიქსირო, ვარსკვლავებს უნდა ახედო. ესპადა გეოდეზიური ობსერვატორიის კაბინეტში დგას. აქ მეცნიერები დედამიწის ფორმის, გრავიტაციული ველისა და ბრუნვის ცვლილებებს აკვირდებიან. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად დავაკვირდეთ ზღვის დონის მატებას და ყინულის დნობას.
შარლოტე ჰავერმანსი საზღვაო ზოოლოგი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია სვალბარდის მახლობლად მეცნიერებმა დაახლოებით ათი წლის წინ დააფიქსირეს მუზარადიანი მედუზა, სახეობა, რომელიც ზოგადად უფრო ზომიერი სარტყლის წყლებში ბინადრობს. ჰავერმანსი დგას ბადით მედუზის ნიმუშის მოსაპოვებლად. იგი ეკოლოგიურ დნმ-ს, ანუ ორგანიზმების მიერ გარემოში დატოვებულ დნმ-ს, იყენებს, რომ ნი-ოლესუნდის მახლობელ წყლებში ცხოველები ამოიცნოს, შემდეგ კი მოდელირების დახმარებით გამოთვალოს მათი სავარაუდო გავრცელება არქტიკული წრის სიღრმეში.
ინგრიდ ჩერსტადი კვლევის კოორდინატორი, ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტი ჩერსტადი, თავის ძაღლთან, იუკონთან ერთად, სტუმრობს ქოხს ნი-ოლესუნდიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში. სადგურიდან გასვლისას იუკონი ხშირად ახლავს თან თავის პატრონს. „თეთრ დათვებზე მეტად პატარა ფრინველები აინტერესებს“, – ამბობს იგი. შეიძლება იუკონი საუკეთესო მცველი არ იყოს, მაგრამ, ჩერსტადის თქმით, „ის მაინც საუკეთესო მეგობარია“.
მარი კოხი საზღვაო ბიოლოგიის დოქტორანტი, ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტი კოხი დგას ნიმუშის ასაღები ბადით, რომელშიც ზღვის ზღარბები გამოჭერილან. იგი იკვლევს, რა გავლენა აქვს წყლის დათბობას ამ ნაირმჭამელების ფიზიოლოგიასა და კვებით ქცევებზე. ზღვის ზღარბები არქტიკული კვებითი ჯაჭვის არსებითი რგოლია. მისი თქმით, „კლიმატის ცვლილების ფონზე კარგად უნდა გავიაზროთ ამ სისტემის თითოეული პაწაწინა კომპონენტი“.
ბეტინა ჰაუპტი სადგურის ყოფილი მენეჯერი, AWIPEV-ის არქტიკული კვლევითი ბაზა მეცნიერები პოლარული წერტილებიდან მონაცემებს აგროვებენ იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება მსოფლიო. ჰაუპტს უჭირავს მეტეოზონდი, რომელზეც მიმაგრებულია რადიოზონდი ტემპერატურის, ტენიანობისა და წნევის გასაზომად. სვალბარდის ნი-ოლესუნდის კვლევითი სადგურიდან ასეთ მეტეოზონდს ყოველდღე უშვებენ. ჰაუპტის თქმით, ასეთი კვლევები გადამწყვეტია „გრძელვადიანი გათვლით, კაცობრიობის გადასარჩენად“.

2021 წელს ფოტოგრაფი ესთერ ჰორვათი, რომელიც პოლარულ რეგიონებში სამეცნიერო ექსპედიციებს აშუქებს, ამ მკვლევართა ცხოვრების აღსაბეჭდად სადგურს ესტუმრა. ფოტოებს უღებდა იქ მომუშავე ადამიანებს და ფიქრობდა, ნეტავ ასეთი სამაგალითო ადამიანები ბავშვობაშივე ენახა, უნგრეთში. „ყოველთვის წარმომედგინა, რომ მესიამოვნებოდა ეს სუსხი სახეზე, – ამბობს იგი, – მაგრამ მე გოგონა ვიყავი. მხოლოდ კაცებს ვხედავდი ასეთ გარემოში და ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ერთ დღესაც თავადვე გამოვცდიდი ამას“.
ამ ფოტოებში ჰორვათი წარმოგვიდგენს მკვლევრებსა და იმ თანამშრომლებს, რომლებიც დედამიწის ამ კუნჭულში ცხოვრებას შესაძლებელს ხდიან. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ნივთით, რომელიც მას ასულდგმულებს ან მის სამუშაოს წარმოაჩენს.