
პომპეის სახაბაზოები
კულინარიულმა არქეოლოგმა ფარელ მონაკომ ერთ-ერთი პურის ისტორია მოიძია და მისი რეცეპტი აღადგინა
ახ.წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ რომაული ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი პემზაში და ფერფლში ჩამარხა და ყველაფერი დაანახშირა, მათ შორის – პურები. კულინარიულმა არქეოლოგმა ფარელ მონაკომ ერთ-ერთი ასეთი პურის ისტორია მოიძია და მისი რეცეპტი აღადგინა.
1. Panis quadratus
პომპეიში აღმოჩენილი სახაბაზოს ღუმელში არქეოლოგებმა დანახშირებული პურები იპოვეს. ადვილი დასატეხი რომ ყოფილიყო, ცომს ლერწმის ღეროთი ან თოკით სერავდნენ, პურის სახელიც აქედან მოდის.
2. საფუარი
რეგიონის მეპურეები პურის ცომს ხანდახან საფუარსაც უმატებდნენ. თანამედროვე ტიპური საფუარისგან განსხვავებით, ძველი რომაული საფუარი პარკოსან მცენარეებს ან ყურძნის ჩენჩოებს შეიცავდა.
3. ანტიკური ხორბალი
Panis quadratus-თან ერთად არქეოლოგებმა რბილი ხორბლის, Triticum aestivum-ის, მარცვლებიც აღმოაჩინეს. რომის იმპერიის ზრდასთან ერთად, ხორბალი მარცვლის მთავარ სახეობად იქცა.
4. მაგიდაზე
ეს ხრაშუნა პური ზედგამოჭრილია ღვინის, სუპების და სოუსების შესაწოვად, ამბობს მონაკო. ძველი რომაული ყაიდის ცეხვილი ფქვილის მისაღებად ის ხორბალს ხელის საფქვავით (ზემოთ, მარჯვნივ) ფქვავს.
პურის ეს რეცეპტი იხილეთ საიტზე: ngm.com/jun2021