ვინ:
ინდოელი მოლეკულური ბიოლოგი, რომელიც ფოტოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი გახდა.
სად:
ნოჰვეტი, ინდოეთი
რა:
Nikon D850, 24-70-მილიმეტრიანი ლინზით (და ხანგრძლივი ექსპოზიცია, რამაც მოძრაობის გადღაბნა გამოიწვია)
ამბავი:
ტურიზმის წინააღმდეგობრივი შედეგების ერთ-ერთი მაგალითი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში არსებული ცოცხალი ფესვების ხიდებია. ბუნების ამ საოცრებებისათვის ფორმის მიცემას ადგილობრივი მოსახლეობა ათწლეულებს ან საუკუნეებს ანდომებს. ღირსშესანიშნაობები იზიდავს დამთვალიერებლებს, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ ეკონომიკას ტურებით და საცხოვრებლის ქირაობით უწყობენ ხელს, თუმცა 2017 წელს იადავმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის წონაზე გათვლილ ხიდებზე უამრავი სელფის გადაღების მსურველი შენიშნა. ამის შემდეგ რეგიონში არსებულმა რამდენიმე ჯგუფმა საგანძურზე წვდომის რეგულირება გადაწყვიტა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.