
პრეისტორიული ჯოჯოხეთის ცეცხლი
პალეობოტანიკოს სარა ბრაუნის ვარაუდით, ხანძრები „დინოზავრების ცხოვრების წესის ნაწილი“ იყო, რაც მასობრივ მიგრაციებს იწვევდა
ახალი კვლევები გვაფიქრებინებს, რომ სანამ, სავარაუდოდ, კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე მყოფი დინოზავრების სიცოცხლეს ასტეროიდი მოუღებდა ბოლოს, Parksosaurus (ზევით) და Psittacosaurus გვარების წარმომადგენლები ცეცხლოვან პლანეტაზე დაეხეტებოდნენ.
80 მილიონი წლის წინანდელი ცარცული პერიოდის ხის ნახშირის ნაშთები მეტყველებს, რომ ატმოსფერო ჟანგბადით იყო გაჯერებული (დაახლოებით მის 25%), რაც მეხით გამოწვეული ხანძრების ფართოდ გავრცელებას უწყობდა ხელს. პალეობოტანიკოს სარა ბრაუნის ვარაუდით, ხანძრები „დინოზავრების ცხოვრების წესის ნაწილი“ იყო, რაც მასობრივ მიგრაციებს იწვევდა.