პტეროზავრები - ყველაზე საკვირველი ფრთოსანი არსებები
მკვლევრების უმეტესობას მიაჩნია, რომ პირველი პტეროზავრები დაახლოებით 230 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ, მსუბუქი და ძლიერი ქვეწარმავლებისგან, რომელთა სხეულიც ნადავლის მონადირებას სწრაფი სირბილითა და ნახტომით ახერხებდა


პტეროზავრები - ყველაზე საკვირველი ფრთოსანი არსებები
მკვლევრების უმეტესობას მიაჩნია, რომ პირველი პტეროზავრები დაახლოებით 230 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ, მსუბუქი და ძლიერი ქვეწარმავლებისგან, რომელთა სხეულიც ნადავლის მონადირებას სწრაფი სირბილითა და ნახტომით ახერხებდა
პტეროდაქტილი – ასე ეწოდა მე-18 საუკუნეში აღმოჩენილ პირველ პტეროზავრს. მას შემდეგ მეცნიერებმა პტეროზავრის 200-ზე მეტი სახეობა აღწერეს, მაგრამ მათ შესახებ გავრცელებული შეხედულება – ფრთოსანი დრაკონები, რომელთაც მეზოზოურ ერაში, 162 მილიონი წლის განმავლობაში ჰქონდათ დაპყრობილი ცა – უცვლელი რჩება: თვალწინ მუდამ გვიდგება ტლანქი, მკვლელი მფრინავი ქვეწარმავალი, წაწვეტებული თავითა და ტყავის ფრთებით.

მაგრამ აღმოჩენების ბოლოდროინდელი ტალღა აქამდე უცნობი პტეროზავრების საკვირველი ფორმების, ზომებისა და ქცევების შესახებ გვამცნობს. ზოგი პალეონტოლოგი ახლა უკვე ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, პტეროზავრთა ასობით სახეობას ერთდროულადაც ეცხოვრა და ჰაბიტატები თანამედროვე ფრთოსნების მსგავსად ჰქონოდათ გადანაწილებული. მათ სამყაროში ბინადრობდა ისეთი ურჩხულიც, როგორიცაა Quetzalcoatlus northropi, აღმოჩენილთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის, თითქმის ჟირაფის სიმაღლის, ფრთოსანი 10,5-მეტრიანი ფრთების შლილით, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ახალდაბადებული დინოზავრებით დანაყრება და ბეღურისხელა პტეროზავრიც, რომელიც პირველყოფილ ტყეში მანევრირებას ახერხებდა და ალბათ, მწერებით იკვებებოდა. აქვე იყვნენ დიდი პტეროზავრებიც, რომლებიც ალბატროსების მსგავსად, დღეების განმავლობაში ჰაერში გამოკიდებული რჩებოდნენ ოკეანეების თავზე და ისინიც, რომლებიც მარილიან თავთხელში იდგნენ და საკვებს ვარდისფერი ფლამინგოების მსგავსად ფილტრავდნენ.

მკვლევრების უმეტესობას მიაჩნია, რომ პირველი პტეროზავრები დაახლოებით 230 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ, მსუბუქი და ძლიერი ქვეწარმავლებისგან, რომელთა სხეულიც ნადავლის მონადირებას სწრაფი სირბილითა და ნახტომით ახერხებდა. ნახტომი გარდაიქმნა ახტომასა და, გარკვეული დროის განმავლობაში, არდაშვებაში არის ჰაბიბის თეორია. სავარაუდოდ, პტეროზავრებმა თავიდან, ჰაერში პლანირებით დაიწყეს და შემდეგ, ფრინველებამდე და ღამურებამდე ათობით მილიონი წლით ადრე, ისინი გახდნენ პირველი ხერხემლიანები, რომლებმაც ფრთების ძალით შეძლეს ფრენა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.