პუფინო თერაპია
გაზაფხული მოდის და ზღვის ფრინველების კარნავალიც იწყება. სწორედ აქ ხდება მათი შეწყვილება


პუფინო თერაპია
გაზაფხული მოდის და ზღვის ფრინველების კარნავალიც იწყება. სწორედ აქ ხდება მათი შეწყვილება
ოთხი სახეობის ცულთავას შორის, ატლანტური ცულთავა ყველაზე პატარაა. ისინი გასამრავლებლად გუნდებად მიფრინავენ ბრიტანეთის კლდოვანი კუნძულებისა და სანაპიროებისაკენ. რაც შეიძლება მიყრუებულ და მტაცებლებისგან თავისუფალ ტერიტორიებს ეძებენ. ზუსტად არავინ იცის, სად და როგორ ატარებს წლის დანარჩენ დროს ატლანტური ცულთავა – Fratercula arctica (მუქი „კაპიუშონის“ გამო, მას „არქტიკის პატარა მონაზონი“ უწოდეს), – ალბათ, სადღაც შორს, უკიდეგანო ჩრდილოეთის ზღვებში, ყველასგან განმარტოებით, სადაც თითო-ოროლა კაცს თუ უნახავს მათი ფრენა და ცურვა.
გაზაფხული მოდის და ზღვის ფრინველების კარნავალიც იწყება. სწორედ აქ ხდება მათი შეწყვილება. ეს რომ არა, ალბათ, ხმელეთზე არასდროს დაბრუნდებოდნენ. ახლა ისინი უფრო სოციალურნი ხდებიან, არშიყობენ, კინკლაობენ. გუნდში მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული წყვილიდან (მენის შტატი) ათეულობით ათასამდე (ისლანდია) მერყეობს. ბრიტანეთის კუნძულებზე, სადაც დენი გრინმა ფოტოები გადაიღო, სავარაუდოდ, 20 მილიონი (ზუსტად არავინ იცის) ატლანტური ცულთავას დაახლოებით 10% ბუდობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.