
პურის მწერები
პური და მისი ბინადარი, სავარაუდოდ, ბრიტანელმა კოლექციონერმა მე-19 საუკუნეში ეგვიპტეში მოგზაურობისას შეიძინა
ბრიტანეთის მუზეუმის მეცნიერები გაოგნდნენ, როცა ეგვიპტური პურის ნაჭერი 65-ჯერ გაადიდეს. ხოჭო აქ 3100 წლის წინ დასახლებულიყო. „ალბათ, ხალხი მღრღნელებსა და მავნებლებს გამუდმებით ებრძოდა საკვების დასაცავად“, ამბობს კეროლინ კარტრაითი, „და, ამგვარად, საკვების შენახვის მეთოდები მნიშვნელოვანი იყო“. როგორც ჩანს, პური მიცვალებულს სამარხში ჩააყოლეს, მშრალმა სიცხემ კი მწერის ბუნებრივი მუმიფიცირება გამოიწვია. პური და მისი ბინადარი, სავარაუდოდ, ბრიტანელმა კოლექციონერმა მე-19 საუკუნეში ეგვიპტეში მოგზაურობისას შეიძინა.