ქამელეონთა ნამდვილი ფერები
ქამელეონის ერთი თვისება ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქიდანაა ცნობილი: ფერის შეცვლის უნარის მქონე კანი


ქამელეონთა ნამდვილი ფერები
ქამელეონის ერთი თვისება ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქიდანაა ცნობილი: ფერის შეცვლის უნარის მქონე კანი
საოცარი ანატომიური თავისებურებების სიმრავლით ქამელეონს ბადალი თითქმის არ ჰყავს. სხეულზე გაცილებით გრძელ ენას მწერების დასაჭერად წამის მეასედებში გამოისვრის; ტელესკოპური მხედველობა აქვს; თვალები თაღოვან კოშკურებში დამოუკიდებლად ბრუნავენ; თითები მარწუხებადაა შეერთებული; „წარბებიდან“ და დრუნჩიდან რქები ეზრდება; ცხვირზე კოპის მსგავსი ორნამენტები აქვს; კისერზე კანი ისე აქვს შემოხვეული, როგორც მაქმანებიანი საყელო.
ქამელეონის ერთი თვისება ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქიდანაა ცნობილი: ფერის შეცვლის უნარის მქონე კანი. გავრცელებულია მითი, რომ ქამელეონი იმ ფერის ხდება, რასაც ეხება. მართალია, ფერის ზოგიერთი ცვლილება მას ნამდვილად ეხმარება გარემოსთან შერწყმაში, მაგრამ სინამდვილეში, ეს ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელსაც კომუნიკაციისთვის იყენებს. კანით, ამ „ფერადი ენით“, იმას გამოხატავს, რაც იმ წუთში აღელვებს: არშიყობა, კონკურენცია, გარემოს ზემოქმედება.
ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ფიქრობენ. „ქამელეონები საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ ყურადღებას, მაგრამ მათზე ბევრი რამ ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული…
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.