ქედმაღალი ინკები
მე-13 საუკუნეში პერუში, კუსკოს ხეობაში აღზევებულმა ინკების მანამდე უცნობმა სამეფო დინასტიამ დიპლომატიის, დინასტიური ქორწინებებისა და სამხედრო ძალის მახვილგონივრული კომბინაციით ვრცელი ტერიტორია დაიპყრო


ქედმაღალი ინკები
მე-13 საუკუნეში პერუში, კუსკოს ხეობაში აღზევებულმა ინკების მანამდე უცნობმა სამეფო დინასტიამ დიპლომატიის, დინასტიური ქორწინებებისა და სამხედრო ძალის მახვილგონივრული კომბინაციით ვრცელი ტერიტორია დაიპყრო
კუნძული ტაკილე ტიტიკაკის დიდი ტბის შუაგულში მდებარეობს. დღეს მის მოედანზე ასობით ადამიანი მდუმარედ დგას და პადრეს ლოცვას ისმენს. კუნძულელთა წინაპრებს შორის 500 წლის წინ გადმოსახლებული ინკას ტომის კოლონისტებიც არიან. ისინი დღესაც ტრადიციულ ცხოვრების წესს მისდევენ: ფერად-ფერად ქსოვილებს ქსოვენ, ძველი ინკების ენაზე ლაპარაკობენ და საკუთარ მინდვრებს საუკუნეების წინ დამკვიდრებული მეთოდით ამუშავებენ. დღესასწაულების დროს ყველა მოედანზე იკრიბება და ფლეიტისა და დოლის რიტმებზე ცეკვავს.
ზაფხულის მშვენიერი შუადღეა. ხალხი სანტიაგოს (წმინდა იაკობის) დღესასწაულს ზეიმობს. ძველად ეს ელვის ღვთაება იაპას დღესასწაული იქნებოდა. შავებში ჩაცმული ოთხი მამაკაცი ხის საკაცით სანტიაგოს შეღებილ ქანდაკებას ზუსტად ისე ჩაატარებს მოედანზე, როგორც ოდესღაც ინკები თავიანთი სათაყვანებელი მეფეების მუმიებს ჩამოატარებდნენ ხოლმე.
დღეს, საუკუნეების შემდეგაც დიდებულად ჟღერს ინკების ძლევამოსილი მმართველების სახელები: ბირაკოჩა ინკა (შემოქმედი მმართველი ღმერთი), უასკარ ინკა (ოქროს ჯაჭვის მმართველი), პაჩაკუტეკ ინკა იუპანკი (იგი ვინც შეცვლის სამყაროს). მათ მართლაც შეცვალეს სამყარო! მე-13 საუკუნეში პერუში, კუსკოს ხეობაში აღზევებულმა ინკების მანამდე უცნობმა სამეფო დინასტიამ დიპლომატიის, დინასტიური ქორწინებებისა და სამხედრო ძალის მახვილგონივრული კომბინაციით ვრცელი ტერიტორია დაიპყრო.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.