ქვრივი
ფოტოგრაფი ბილი (დავით) ბილიხოძე თბილისის ზღვასთან ახლოს ცხოვრობს.
ის ხშირად სეირნობს წყალსატევის მიდამოებში ფოტოების გადასაღებად.

ქვრივი
ფოტოგრაფი ბილი (დავით) ბილიხოძე თბილისის ზღვასთან ახლოს ცხოვრობს. ის ხშირად სეირნობს წყალსატევის მიდამოებში ფოტოების გადასაღებად.
იმისთვის, რომ იდუმალებით მოცული მიძინებული ბუნების სილამაზე დავინახოთ, უბრალოდ, ირგვლივ უნდა მიმოვიხედოთ.
გაზაფხულზე, მწვანე მინდორში გაფურჩქნილი, ფერად-ფერადი ყვავილების სილამაზის დანახვა მარტივია. ზამთარში, დათოვლილი მთებისა და ხეობების სილამაზეც ბევრს ხვდება თვალში. თბილისის უთოვლო, რუხი ზამთარი კი ხშირად ჩვენში უარყოფით განცდას ბადებს. ფოტოგრაფების უმრავლესობა ამ პერიოდს „მკვდარ“ სეზონად თვლის. თუმცა, თუკი მოვინდომებთ და ფოტოაპარატით ხელში გასეირნებას გადავწყვეტთ, მიძინებული ბუნების სრულიად სხვაგვარ, იდუმალ სილამაზეს დავინახავთ. მით უმეტეს, რომ სულაც არ არის საჭირო ქალაქიდან შორს წასვლა – ოდნავ უნდა გავცდეთ ბეტონსა და ასფალტს და ამ მისტიკური სილამაზის სამყაროში აღმოვჩნდებით.
საინტერესოა, როგორ ტრანსფორმირდება ფერადი, წვნიანი ყლორტები უტყვ და მჩხვლეტავ მცენარედ. თითქოს მათთვის დრო გაიყინა და დგანან წყალსატევის პირას გამეხებულები.
ამ მცენარეებს გაზაფხულსა და ზაფხულში ალბათ უამრავი მწერი დასტრიალებდათ თავს, ახლა კი მხოლოდ ობობები სტუმრობენ.
ახლა უკვე ძნელი მისახვედრია, თუ რა მცენარეებია აქ წარმოდგენილი, ან კი როგორები იყვნენ ისინი ზამთრის დადგომამდე, მაგრამ ზამთრის ცივი ცის ფონზე მათი ერთობლიობა სიანტერესო გრაფიკულ ხაზებს ქმნის და მშვენიერი სამზერია.
ისინი თითქოს უკვე დაღვინებულ, გამობრძმედილ სიმშვიდესა და სილამაზეს ასხივებენ.

ფოტოგრაფი ბილი (დავით) ბილიხოძე თბილისის ზღვასთან ახლოს ცხოვრობს. ის ხშირად სეირნობს წყალსატევის მიდამოებში ფოტოების გადასაღებად. ზამთარში, ერთ-ერთი გასეირნებისას მისი ყურადღება თითქოს მიძინებულმა, გამხმარმა ყვავილებმა მიიქცია – თითქოს ისინი სასაფლაოზე ჩამომჯდარი, შავებში ჩაცმული მოხუცი ქვრივები იყვნენ. ერთი შეხედვით, მათი სილამაზე გამქრალიყო, თუმცა დაკვირვებისას სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მათი მშვენიერება. ბილიმ გადაწყვიტა, ზამთრის ყვავილების სერია გადაეღო, რომლის მიზანია დაგვანახოს – შეხედვით მკვდარ და მიძინებულ ბუნებაშიც კი იმალება თვალის წარმტაცი, მისტიკური სილამაზე.
ბუნება ხომ არასდროს კვდება, არც თბილისში ზამთრის მოსვლაა სილამაზის გაქრობის ნიშანი – ის, უბრალოდ, შედარებით უფრო მქრქალი და რთულად შესამჩნევი ხდება.