
რა დროს ოკეანის ადიდებაა?!
გალაპაგოსის კუნძულებს წელიწადში, დაახლოებით, 200 000 ტურისტი სტუმრობს. შესაბამისად, მოთხოვნა წყალსა და სხვა რესურსებზე ძალიან მაღალია
ეკვადორის გალაპაგოსის კუნძულებზე კლიმატის ცვლილების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად გავემგზავრე, თუმცა პუერტო-ვიამი, თითქოს, ამისგან ძალიან შორსაა. იგუანების გზის გადაკვეთის ადგილას მსხვილი თოკებია გაბმული, ავტომანქანამ სვლა რომ შეანელოს.
ერთ დილას, ადგილობრივმა ამერიკელმა – ჯეიმს ჰინკლმა ყავაზე დამპატიჟა და მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ, წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა და მთავარი გზა ჭაობად აქცია. ჯეიმსისა და მისი მეუღლის „კაფეტერია ბუბი თრეფი“ თითქმის ოკეანის დონეზე მდებარეობს. თუკი, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, 2100 წელს წყლის დონე 55-დან 76 სმ-მდე აიწევს, წყალდიდობები გარდაუვალი იქნება.
უამრავი საოჯახო სასტუმროა ოკეანის დონეზე აშენებული. მოსალოდნელი საფრთხისთვის, არც საზღვაო ფლოტი ჩანდა მომზადებული. მათ ბანაკს ოკეანისგან მხოლოდ მავთულის ღობე ყოფდა.
გალაპაგოსის კუნძულებს წელიწადში, დაახლოებით, 200 000 ტურისტი სტუმრობს. შესაბამისად, მოთხოვნა წყალსა და სხვა რესურსებზე ძალიან მაღალია. კუნძულების მომავალზე კრისტოფერ სოლომონი ივნისის ნომერში მოგითხრობთ.