
რატომ არის ეს მურა დათვი თეთრი
სული დათვების რამდენიმე თვისების მიღმა, ფოლკლორის გარდა, მეცნიერებაც იმალება
ამ დათვსა და მასზე ლეგენდას კიტასო – კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა, ათასწლეულებია იცნობს. გადმოცემით, შემოქმედმა ყორანმა დედამიწა გაყინული ქვისგან მწვანე ბაღად აქცია, მაგრამ გამყინვარების ხანის სამახსოვროდ, ყოველი მეათე დათვი გაათეთრა. ადგილობრივები მათ მოჩვენება ან სულ დათვებს ეძახიან.
სული დათვების რამდენიმე თვისების მიღმა, ფოლკლორის გარდა, მეცნიერებაც იმალება.
ოჯახისა და სახეობის მიხედვით, ისინი ამერიკული მურა დათვები არიან, მაგრამ თუ ორივე მშობელს გენებში ერთი და იგივე მუტაცია აქვთ, მაშინ მათ შვილებს თეთრი ბეწვი გამოყვებათ.
ზამთრისთვის ცხიმის შესანახად დათვები შემოდგომაზე კალმახს ეძალებიან. კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში თევზები მურა დათვებს ორჯერ უფრო ხშირად გაურბიან, ვიდრე თეთრებს, რომლებიც ბაცი ცის ფონზე არ ჩანან.
საარსებო გარემო
ბრიტანეთის კოლუმბიის დიდი დათვის ტყის კუნძულები და სანაპირო ზოლი.
სტატუსივარაუდობენ, რომ პოპულაცია რამდენიმე ასეულს შეადგენს.
საინტერესო ფაქტი სახელი Ursus americanus kermodei ფრენსის კერმოუდის პატივსაცემად დაერქვა.