რატომ არის ფრინველი მნიშვნელოვანი
მათ არა მხოლოდ გარემოსთვის მოაქვს სარგებელი - ჩვენს სულებსაც ეხმარებიან. 2018 წელს ფრინველთა საოცარ სამყაროს შევისწავლით და ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ არ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება


რატომ არის ფრინველი მნიშვნელოვანი
მათ არა მხოლოდ გარემოსთვის მოაქვს სარგებელი - ჩვენს სულებსაც ეხმარებიან. 2018 წელს ფრინველთა საოცარ სამყაროს შევისწავლით და ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ არ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება
რატომ არის ფრინველი მნიშვნელოვანი? – ჩემს პასუხს, ალბათ, ფრთოსანთა სამყაროს დიდი მრავალფეროვნებით დავიწყებდი. ქვეყანაზე ყველა ჩიტის ნახვა რომ შეგეძლოთ, მთელ მსოფლიოსაც ნახავდით. ფრთოსანი არსებები ყოველი ოკეანის ყოველ კუთხეში და ხმელეთის ისეთ უდაბურ ადგილებში გვხვდებიან, სადაც სხვა არავინ ბინადრობს. ნაცრისფერი თოლიები ბარტყებს დედამიწაზე ერთ-ერთ უმშრალეს ადგილას, ჩილეს ატაკამის უდაბნოში ზრდიან. საიმპერატორო პინგვინები კვერცხებს ანტარქტიდაში უვლიან ზამთრობით. ქორები ბუდობენ ბერლინის სასაფლაოზე, ბეღურები – მანჰეტენის შუქნიშნებში, ნამგალები – ზღვისპირა მღვიმეებში, სვავები – ჰიმალაის კლდეებზე, ნიბლიები კი – ჩერნობილში.

იმისთვის, რომ მსოფლიოში გავრცელებული 10 000-მდე ფრინველის სახეობა ამდენ სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილას გადარჩენილიყო, ფორმების შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას მიაღწია. ისინი ზომითაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, დაწყებული აფრიკაში ფართოდ გავრცელებული სირაქლემით, რომელიც სიმაღლეში შეიძლება ორნახევარ მეტრსაც აღწევდეს, დამთავრებული კოლიბრი-ფუტკრით, რომელიც მხოლოდ კუბაში გვხვდება. მათი ნისკარტები მასიურიც შეიძლება იყოს (ვარხვისებრნი, ტუკანისებრნი), პაწაწინაც (ავსტრალიური მოკლენისკარტები), ან მათი სხეულის სიგრძისაც (ხმალნისკარტა კოლიბრები). ზოგიერთი ჩიტი – მოხატული გრატა ტეხასში, გულდის მენექტრია სამხრეთ აზიაში, მრავალფერა ლორიკეტი ავსტრალიაში – ნებისმიერ ყვავილზე ფერადოვანია.
არანაკლებ მრავალფეროვანია ფრინველთა ქცევა. ზოგიერთი ძალზე სოციალურია, სხვები – პირიქით. წითელნისკარტა ფეიქრები და ფლამინგოები მილიონიან გუნდებად იკრიბებიან, გრძელკუდა თუთიყუშები კი ჯოხებისგან თუთიყუშთა მთელ ქალაქებს აგებენ, ხოლო მოხეტიალე ალბატროსმა თავისი სამმეტრიანი ფრთების შლილით შეიძლება დანარჩენი ალბატროსებისგან 800 კილომეტრის მოშორებით ილივლივოს. შევხვედრივარ ნაცრისფერ მარაოსკუდას მსგავს მეგობრულ ჩიტებსაც, ერთხელ ნაკვალევზე რომ გამომყვა და კარაკარასნაირ არაკეთილმოსურნეებსაც, რომელიც ჩილეში მოულოდნელად დამაცხრა თავს და ჩემთვის თავში ჩანისკარტება სცადა. მიწის გუგულები ერთად კლავენ ჩხრიალა გველებს საკვებად. კვირიონები ფუტკრებს ჭამენ. ფოთლისმტყორცნლები ფოთლებს გადატყორცნიან. მსხვილნისკარტა კაირებს 200 მეტრის სიღრმეზე შეუძლიათ წყალქვეშ ყვინთვა, შევარდნები ჰაერში ეშვებიან საათში 385 კილომეტრის სიჩქარით. როტაკოამ შესაძლოა მთელი ცხოვრება ერთ პატარა ტბორთან გაატაროს, ხოლო ცისფერი ტყის მგალობელი ფრინველი შეიძლება პერუში გადაფრინდეს და შემდეგ ნიუ-ჯერსიში დაბრუნდეს და იმ ხეს მოაგნოს, რომელზედაც ერთი წლის წინ ბუდობდა.

შლილით შეიძლება დანარჩენი ალბატროსებისგან 800 კილომეტრის მოშორებით ილივლივოს. შევხვედრივარ ნაცრისფერ მარაოსკუდას მსგავს მეგობრულ ჩიტებსაც, ერთხელ ნაკვალევზე რომ გამომყვა და კარაკარასნაირ არაკეთილმოსურნეებსაც, რომელიც ჩილეში მოულოდნელად დამაცხრა თავს და ჩემთვის თავში ჩანისკარტება სცადა. მიწის გუგულები ერთად კლავენ ჩხრიალა გველებს საკვებად. კვირიონები ფუტკრებს ჭამენ. ფოთლისმტყორცნლები ფოთლებს გადატყორცნიან. მსხვილნისკარტა კაირებს 200 მეტრის სიღრმეზე შეუძლიათ წყალქვეშ ყვინთვა, შევარდნები ჰაერში ეშვებიან საათში 385 კილომეტრის სიჩქარით. როტაკოამ შესაძლოა მთელი ცხოვრება ერთ პატარა ტბორთან გაატაროს, ხოლო ცისფერი ტყის მგალობელი ფრინველი შეიძლება პერუში გადაფრინდეს და შემდეგ ნიუ-ჯერსიში დაბრუნდეს და იმ ხეს მოაგნოს, რომელზედაც ერთი წლის წინ ბუდობდა.
მრავალი თვალსაზრისით ფრინველები ჩვენ ძუძუმწოვრებზე მეტად გვგვანან. ისინი სახლის რთულ კონსტრუქციებს აშენებენ და შთამომავლობას იქ ზრდიან. ზამთრობით გრძელ „შვებულებას იღებენ“ თბილ ადგილებში გასატარებლად. კაკადუები გამჭრიახი მოაზროვნეები არიან და ისეთი თავსატეხების ამოხსნა შეუძლიათ, შიმპანზესთვისაც რომ გამოწვევას წარმოადგენს. ყვავებს თამაში უყვართ და, რაც მთავარია, ჩიტები გალობენ, რითაც ამშვენებენ სამყაროს.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.