რატომ ვცრუობთ
როგორ ვსწავლობთ ტყუილის თქმას? რა ტიპის ფსიქოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ მიზეზებთან გვაქვს საქმე?


რატომ ვცრუობთ
როგორ ვსწავლობთ ტყუილის თქმას? რა ტიპის ფსიქოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ მიზეზებთან გვაქვს საქმე?
ტყუილი ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია. მკვლევრების აზრით, ეს უნარი მეტყველების უნარის შეძენიდან, მალევე უნდა გაჩენილიყო; ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე სხვა ადამიანებით მანიპულაცია, დიდი ალბათობით, რესურსებისა და პარტნიორებისთვის ბრძოლაში უპირატესობის მოპოვებას გულისხმობდა. ტყუილის მსგავსმა სტრატეგიებმა, მაგალითად, კამუფლაჟმა, ევოლუცია ცხოველთა სამყაროშიც განიცადა.
სოციალური მეცნიერების მკვლევრები და ნეირომეცნიერები ამ მოქმედების ბუნებისა და ფესვების დადგენას ცდილობენ. როგორ ვსწავლობთ ტყუილის თქმას? რა ტიპის ფსიქოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ მიზეზებთან გვაქვს საქმე? სად გადის ზღვარი, რომელსაც ვეღარ ვაბიჯებთ? გააჩნია თუ არა რაიმე განსხვავებული ნიშანი დახელოვნებული მატყუარების ტვინს?

2005 წელს ფსიქოლოგმა იალინგ იანგმა და მისმა კოლეგებმა ადამიანთა სამი ჯგუფის ტვინის სკანოგრამები შეადარეს: 12 ზრდასრულის, რომლებიც ხშირად ცრუობდნენ; 16 ადამიანის, რომლებიც ანტისოციალური პიროვნების აშლილობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, თუმცა ხშირად არ იტყუებოდნენ და 21 პიროვნების, რომლებიც არც ანტისოციალური იყვნენ და არც ხშირად იტყუებოდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მატყუარებს შუბლისწინა ქერქში 20 პროცენტით მეტი მოცულობის ნერვული ბოჭკო ჰქონდათ, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ოსტატ ცრუპენტელებს ტვინში მეტი ნეირონული კავშირი აქვთ. შესაძლოა, სიცრუისადმი მიდრეკილებას სწორედ ეს ავითარებდეს, რადგან მათ ტყუილის მოფიქრება უფრო უადვილდებათ. შესაძლოა, ეს სულაც სისტემატურად ტყუილის თქმის შედეგიც იყოს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.