რატომაა ვაქცინაცია მნიშვნელოვანი
გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიძლება ათასობით ახალგაზრდა სიცოცხლის გადარჩენა? გაუკეთეთ ღარიბი ქვეყნის ბავშვებს ის აცრები, რომლებსაც მდიდარ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან


რატომაა ვაქცინაცია მნიშვნელოვანი
გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიძლება ათასობით ახალგაზრდა სიცოცხლის გადარჩენა? გაუკეთეთ ღარიბი ქვეყნის ბავშვებს ის აცრები, რომლებსაც მდიდარ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან
სამირ საჰა მიკრობიოლოგია. მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ბაქტერია პნევმოკოკზე ჩატარებული კვლევით. საჰას დაარსებული ლაბორატორია, რომელშიც პნევმოკოკურ უჯრედებს გულდასმით სწავლობენ, „დაკა შიშუს“ – ბანგლადეშის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოს ერთ კუთხეშია განთავსებული.

პნევმოკოკური ბაქტერია თანამედროვე სამყაროში ფართოდაა გავრცელებული; ის დაცემინებითა და შეხებით იოლად გადადის და შეუძლია, ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანების ცხვირის ღრუში ავადმყოფობის გამოწვევის გარეშე იცხოვროს. როცა ჩვენი დაცვის მექანიზმები გვღალატობს, პნევმოკოკები გადანაცვლდება, მრავლდება და სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციურ დაავადებას იწვევს. განსაკუთრებით დაუცველნი ის ბავშვები არიან, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ანტიბიოტიკებსა და სრულფასოვან სამედიცინო დახმარებაზე. XXI საუკუნის დასაწყისში, იმ დროს, როცა აშშ-სა და კანადაში პირველი ეფექტური საბავშვო ვაქცინა გამოჩნდა, პნევმოკოკურ დაავადებას ყოველწლიურად 800 000 ბავშვი ეწირებოდა მსოფლიოში: 750 ათასზე მეტი ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი კვდებოდა მარტივი ორგანიზმისგან, რომელიც პნევმონიად (ფილტვების ინფექციად) ან მენინგიტად (ტვინის რბილი გარსის ანთებად), ან სისხლის მიმოქცევის სისტემის მომაკვდინებელ ინფექციად გარდაიქმნებოდა. გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა ბანგლადეშის მსგავს ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობდა.
2015 წელს პნევმოკოკურმა კონიუგირებულმა ვაქცინამ (PVC) – ასე ვუწოდებთ საბავშვო ფორმულას – ბანგლადეშამდეც მიაღწია. საჰას მკვლევართა გუნდი სწორედ მის პროგრესს აკვირდება. თუ PVC მთელ მსოფლიოში ეფექტური იქნება, ათასობით სკოლამდელი ასაკის ბავშვი სიკვდილს გადაურჩება და საგრძნობლად შემცირდება ნაკლებად მომაკვდინებელი დაავადებებიც; შემცირდება პნევმონიის თანმდევი ზერელე სუნთქვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვისას შეკუმშული გულმკერდის რეტრაქცია, ხველა, გალურჯებული ტუჩები და ლოგინთან მოდარაჯე მშობლები, რომლებმაც სამსახური მიატოვეს.

ამბიციური, კომპლექსური, მრავალი სახელმწიფოს მომცველი მისია, რომელიც საქველმოქმედოდ მილიარდობით დოლარს გაიღებს, მიზნად ისახავს განვითარებადი სამყაროს ბავშვებამდე ახალი აცრების მიწოდებას საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.