
როგორ გაჩნდა მტრედი ქალაქში
სპეციალიზებული კვების მქონე ფრინველებისაგან განსხვავებით, მტრედებს თითქმის ყველა- ფრის ჭამა შეუძლიათ, ადამიანების მიერ დატოვებული ნაგვის ჩათვლით.
ეს პატარა მტრედი ნიუ-იორკშია დაბადებული, მისი წინაპრები კი – არა. მტრედები აშშ-ში ევროპელებმა, სავარაუდოდ, 1600-იან წლებში ჩამოიყვანეს. მტრედების ნაწილი ქალაქებში დასახლდა, სადაც მაღალი შენობების ქონგურები მათთვის თავიანთი ველური სამშობლოს კლდეების მსგავსი კარგი საბუდარი იყო.
სპეციალიზებული კვების მქონე ფრინველებისაგან განსხვავებით, მტრედებს თითქმის ყველაფრის ჭამა შეუძლიათ, ადამიანების მიერ დატოვებული ნაგვის ჩათვლით. გასაკვირი არაა, რომ მტრედების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს, აქედან კი მილიონზე მეტი და, შესაძლოა, 7 მილიონიც კი, ნიუ-იორკში ბუდობს.