
როგორ შეიმოსნენ ხერხემლიანები
ცნობილია, რომ ბუმბულისა და თმის საწყისი სტრუქტურაა პლაკოდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ რეპტილიებში კანის გარკვეული უბნები წარმოქმნის ქერცლებს პლაკოდების გარეშე
ხერხემლიანები მრავალფეროვან სამოსს ატარებენ, ქერცლიდან დაწყებული, ბუმბულითა და ბეწვით დამთავრებული. დადგენილია, რომ მრავალი განსხვავებული საფარველი საერთო ანატომიური დეტალიდან წარმოიქმნა.
ცნობილია, რომ ბუმბულისა და თმის საწყისი სტრუქტურაა პლაკოდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ რეპტილიებში კანის გარკვეული უბნები წარმოქმნის ქერცლებს პლაკოდების გარეშე. უცნაურია, რადგან ფრინველები რეპტილიებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ძუძუმწოვრებთან. დამოუკიდებლად განუვითარდათ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს პლაკოდები? თუ რეპტილიებს მოშორდათ?
ჟენევის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, მიშელ მილინკოვიჩმა უქერცლო, „შიშველი“ ხვლიკი მათ ქერცლიან მოძმეებს შეადარა, აღმოჩნდა, რომ ქერცლიანების ემბრიონებს პლაკოდის მსგავსი ხორკლები ჰქონდათ. შიშველთა ემბრიონები კი გლუვი იყო.
2016 წელს მილინკოვიჩმა დაადასტურა, რომ ხორკლები მართლაც პლაკოდებს წარმოადგენდა და ეს სტრუქტურა რეპტილიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების საერთო წინაპარსაც ჰქონდა 300 მილიონი წლის წინ.
ასევე, დაადგინა, რომ ხვლიკების პლაკოდის შემქმნელი გენი უბრალოდ არ მუშაობს. „ამ ცხოველს იმიტომ არ აქვს ქერცლები, რომ ვერ გამოიმუშავებს იმას, რაც ეგონათ, რომ რეპტილიებს არც გააჩნდათ“, – ამბობს მილინკოვიჩი.