როგორც იქნა პლუტონიც
14 ივლისს NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი“ 12 500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება გაყინულ ჯუჯას და ყველაფერი შეიცვლება


როგორც იქნა პლუტონიც
14 ივლისს NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი“ 12 500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება გაყინულ ჯუჯას და ყველაფერი შეიცვლება
წარმოუდგენლად შორეული და პატარა პლუტონი ყოველთვის საგულდაგულოდ ინახავდა საკუთარ საიდუმლოებებს.
ჩვენთვის მიუწვდომელ სიშორეზე მოძრავი ეს ჯუჯა პლანეტა 1930 წელს აღმოაჩინეს. ბუნდოვანებით იყო მოცული მისი გაყინული ზედაპირი, რომლის ფოკუსში მოქცევას უმძლავრესი ტელესკოპებიც კი ვერ ახერხებდნენ; ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ რეალურად არ ვიცნობთ.
14 ივლისს NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი“ 12 500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება გაყინულ ჯუჯას და ყველაფერი შეიცვლება. ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით მაინც, პირისპირ შევხვდებით კლასიკური მზის სისტემის უკანასკნელ გამოუკვლეველ წარმომადგენელს, დავინახავთ პლუტონის ზედაპირსა და მის უდიდეს თანამგზავრს, ქარონს. მეცნიერებს გარკვეული მოლოდინები აქვთ, ამბობენ, რომ პლუტონი ბევრ სიურპრიზს გვპირდება.
„პლუტონზე ჩვენი წარმოდგენები კვამლივით გაიფანტება“, – ამბობს ალან სტერნი, „ნიუ-ჰორაიზონსის“ მთავარი მკვლევარი…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.