როკვა
ცეკვის საშუალებით ტრანსის მდგომარეობაში შესვლა და გამოსაჯანმრთელებელი რიტუალების ჩატარებაც ერთ-ერთ უადრეს ფაქტორად ითვლება ცეკვის სოციალური განვითარების თვალსაზრისით


როკვა
ცეკვის საშუალებით ტრანსის მდგომარეობაში შესვლა და გამოსაჯანმრთელებელი რიტუალების ჩატარებაც ერთ-ერთ უადრეს ფაქტორად ითვლება ცეკვის სოციალური განვითარების თვალსაზრისით
დარბაზი ტაშით ინგრევა, მაყურებელი ფეხზე დგას და გამეორებას ითხოვს – აღარც ხმა უვარგა და აღარც ხელები, მაგრამ ვერ ჩერდება.
ხალხში უზარმაზარი ენერგიაა კონცენტრირებული და სცენაზე მდგომნიც მზად არიან, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ამ საღამოს, დაანთონ ცეცხლი. ისევ ისმის მუსიკა და ისევ მოფრინავენ მოცეკვავეები – გული ყელში გებჯინება და ადგილს გინდა მოსწყდე, და ზუსტად მაშინ ყველაზე ცხადად, ყველაზე ნამდვილად გრძნობ, რომ ხარ ქართველი – რომ ეს შენი ცეკვაა!
ემოციებით სავსე მოვდივარ კონცერტიდან, რომლის დამთავრება არ მინდოდა; მოვდივარ ჩუმად, რადგან ჯერ კიდევ არ გამოვთიშულვარ ჯადოსნურ სამყაროს და თავში ერთდროულად მიტრიალებს მილიონი ფიქრი. ნეტა, რამ ააცეკვა პირველი ადამიანი? ყველაზე ასე ძალიან მოქმედებს საკუთარი ფოლკლორული ცეკვა და მუსიკა?

ფიქრობენ, რომ წერილობითი ენის შექმნამდე ცეკვას, ზეპირსიტყვიერებასთან ერთად, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა მომავალი თაობებისთვის ისტორიის გადაცემაში. ცეკვის საშუალებით ტრანსის მდგომარეობაში შესვლა და გამოსაჯანმრთელებელი რიტუალების ჩატარებაც ერთ-ერთ უადრეს ფაქტორად ითვლება ცეკვის სოციალური განვითარების თვალსაზრისით. თუკი მეცნიერებას ვენდობით, ცეკვა და მოძრაობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მენტალური პრობლემები აქვთ, რადგან ცეკვის საშუალებით სხეულს ვიყენებთ ემოციების გამოსახატად.
მაგრამ, მაინც, რა იყო ის პირველი იმპულსი, რამაც ააცეკვა ადამიანი? დღეს ის იმდენად ბუნებრივი და თანმდევი მოვლენაა ჩვენი ცხოვრების, რომ ალბათ, არც კი გვიფიქრია ამაზე. თუ გვიფიქრია, პირველი, რაც აზრად მოგვდის, ისევ რწმენა-წარმოდგენები და რიტუალია. თუკი კლასიკურ განმარტებას მოვიშველიებთ, „ცეკვა ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობაა, რომელიც ჩვეულებრივ, მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება კი, ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინება”.
სიცოცხლის ხეც, რაც, როგორც წესი, ნაყოფიერების კულტს, სიცოცხლის საწყისს, ბუნების გამოღვიძებას უკავშირდება. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიულ წინამორბედადაც სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის – მთვარის პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული ითვლება. იქნებ, სწორედ ესაა ქართველური ტომების „ფერხულში” ჩამბის ათვლის წერტილი? – თუ ასეა, გამოდის, რომ ქართული ხალხური ცეკვა დაახლოებით 3700 წელს ითვლის.

ბერიკაობა ნაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელი უძველესი ნიღბებიანი, თეატრალური სანახაობაა. იქნებ, თრიალეთის ვერცხლის თასზეც, სწორედ უძველესი ბერიკები არიან გამოსახულნი? გაზაფხულს დღემდე ეგებებიან ბერიკაობით საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, თუმცა, რა თქმა უნდა, რიტუალმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძინა. მიუხედავად ამისა, დღესაც იგრძნობა შემსრულებლებში ის არქაული მუხტი და მოძრაობა, რომელმაც მრავალ საუკუნეს გაუძლო.
„ეს რიტმები და მოძრაობები იმდენად ავთენტიკურია და არ ჰგავს არც ერთ სხვა ეროვნების ფოლკლორს, რომ ალბათ, იმ დღიდან არსებობს, როცა ქართველური ტომები გაჩნდნენ. დღეს ქართული ცეკვა პატრიოტიზმთან არის შეზავებული და ქართველი ხალხის ღირსების შეგრძნებას ამაღლებს~, – მეუბნება ქართული ეროვნული ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი. ის უკვე ათი წელია ხელმძღვანელობს ლეგენდარულ ანსამბლს, რომელიც 1945 წელს მისმა ბებიამ და ბაბუამ – ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს და რომელსაც ხალხური ილეთები უდევს საფუძვლად.

შესაძლოა პირველი ადამიანები ცხოველების იმიტაციას აკეთებდნენ, შესაძლოა ცეკვა ინფორმაციის გადაცემის საშუალება იყო,ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლებოდა ავცეკვებულიყავით, თუმცა, ის სიამოვნება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სარგებელი, რაც ცეკვას მოაქვს, შესაძლოა უძველესი ხალხისთვის მთავარი მიზეზი იყო რომ თავიანთი ღმერთებისთვის მიეძღვნათ როკვა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.