
რომანსის ხმები
მკვლევარი როსლინ დეიკინი ოთხი წელი სწავლობდა, როგორ ირჩევენ მდედრი ფარშავანგები მეწყვილეს
კაშკაშა, ნაირფერი ბუმბული ევოლუციის შედეგია, რომლის წყალობით ფარშავანგები მდედრებს “აცდუნებენ”. მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე არც ერთი მდედრი არ ჩანს, მამრმა, შესაძლოა, მათი ყურადღება გამორჩეული ხმით მიიპყროს: ყივილი მიუთითებს, რომ ის წყვილდება – ეს ტყუილია!
მკვლევარი როსლინ დეიკინი ოთხი წელი სწავლობდა, როგორ ირჩევენ მდედრი ფარშავანგები მეწყვილეს. საარშიყო ტერიტორიაზე მამრები მედიდურად ცდილობენ უპირატესობის წარმოჩენას. მდედრები კი შეწყვილებას იმ მამრებთან არჩევენ, რომელთა კუდის ფერები და “თვლები” უფრო მიმზიდველად ეჩვენებათ, ამბობს დეიკინი. შეწყვილების პიკზე მამრები განსაკუთრებულ ხმას გამოსცემენ. საინტერესოა, რომ ზოგი მამრი ყივის მაშინაც, როდესაც გვერდით მდედრის ნასახიც არ არის, თუმცა სწორედ ამის შემდეგ მიდის ზოგიერთი მდედრი საარშიყო ტერიტორიისკენ. დეიკინი ადვილად მიხვდა, რომ მდედრებისთვის ეს ხმა, შესაძლოა, გზის მაჩვენებელი იყოს ყველაზე მომხიბლავი მამრისკენ.
საარსებო გარემო
ინდოეთი და შრი-ლანკა
სტატუსი
ფართოდ გავრცელებული სახოება
საინტერესო ფაქტი
მოარშიყე მამალი ფარშავანგები კუდის ფრთებს წამში 25 ვიბრაციით არხევენ.