
"საჩხვლეტი ადგილები" უნდა გაიზარდოს!
მკვლევართა მოსაზრებით, იმუნიზაცია ისევე აუცილებელია, როგორც სუფთა წყალი, სწორი კვება და ჰიგიენური ნორმები
მას შემდეგ, რაც ედუარდ ჯენერმა 1796 წელს ძროხის ყვავილის ვაქცინით რვა წლის ბიჭუნა ყვავილზე აცრა, იმუნიზაციამ სასწაულ წარმატებებს მიაღწია. აშშ-ში 99%-ით შემცირდა დიფტერიის, წითელას, ყბაყურას, წითურას შემთხვევები.
მკვლევართა მოსაზრებით, იმუნიზაცია ისევე აუცილებელია, როგორც სუფთა წყალი, სწორი კვება და ჰიგიენური ნორმები. სკოლაში შესვლისას აუცილებელი მოთხოვნები და ბავშვთა ჯანდაცვის სუბსიდიები, აშშ-ში ბავშვებს ყველანაირი ვაქცინაციით უზრუნველყოფს. ზრდასრულებს კი ამდენი აცრა არ უტარდებათ და ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ. აცრილი მოზარდების რაოდენობის გასაზრდელად, განათლების დონის ამაღლებაა საჭირო, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლ. ჯ. ტანი.