
საღამოს ტბა
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“
ვინ:
სოფო ჩინჩალაძე
36 წლის ფოტოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი
რა:
Canon EOS 700D + HELIOS 44-M 58მმ F2
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
სოფო ჩინჩალაძის ნამუშევარმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არის გადაღებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. ფოტო რჩეულ 26 კადრში შევიდა და გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. „საღამოს ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე მდებარეობს. ზამთარში გაყინულ ტბაში თევზაობა მართლაც განსაკუთრებული სანახაობაა“, – წერს სოფო.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge