
საჰარის გრილი ჭიანჭველები
შინ დაბრუნებულმა მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ ჭიანჭველების ხშირი, სამკუთხა „ბალანი“ მზის სხივს პრიზმასავით ირეკლავს
საჰარაში ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს; ყველა არსება ჩრდილს ეფარება. საჰარის ვერცხლისფერი ჭიანჭველები კი ამ დროს ცხოველთა ლეშებს დაეძებენ. 2015 წელს ბელგიის ორი უნივერსიტეტის მეცნიერები ერთი თვე ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ ახერხებდნენ ჭიანჭველები სიცხესთან ადაპტირებას.
შინ დაბრუნებულმა მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ ჭიანჭველების ხშირი, სამკუთხა „ბალანი“ მზის სხივს პრიზმასავით ირეკლავს. დოქტორანტმა კვენტინ უილოტმა ჭიანჭველა გაპარსა და ცხელ ქურასთან მოათავსა. შედეგად, მისი სხეულის ტემპერატურამ აიწია. უილტონის თქმით, გაგრილების ეს მეთოდი უნიკალურია და მსგავსი ამრეკლავით უკვე ბევრი კომპანია დაინტერესდა.